„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
როგორც Naec-ის მიერ Momsedu.ge-სთვის მიწოდებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი დაუსაბუთებული ბრალდების მოსმენა მოულოდნელია იმ ადამიანისგან, ვინც თავად უნდა იყოს მასწავლებლებისათვის ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის წყარო.
გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებას:
„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი აცხადებს, თითქოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაფხულში დაგეგმილი გამოცდების გადატანა მოითხოვა, რადგან ვერ ასწრებდა პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის გამოცდების ჩატარებას. ეს არ არის მართალი. ასეთი დაუსაბუთებული ბრალდების მოსმენა მოულოდნელია იმ ადამიანისგან, ვინც თავად უნდა იყოს მასწავლებლებისათვის ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის წყარო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზაფხულში, რა თქმა უნდა, მზად იყო მასწავლებელთა გამოცდების ჩასატარებლად, როგორც მასწავლებლობის მსურველებისათვის, ასევე პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის. გადაწყვეტილება გამოცდის გადატანის შესახებ მიღებული იქნა მთავრობის დადგენილებით და მიზეზების შესახებ სამინისტრომ და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა არაერთხელ გააკეთეს კომენტარი. მაშინ პროფკავშირის პრეზიდენტს თავისი მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს. ამ გამოცდას ცენტრი გეგმავს ნოემბერში, თუმცა, ცხადია, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული იმ დროისათვის არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რადგანაც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ორგანიზაციისათვის, უპირველესი ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზაფხულში ურთულეს პირობებში უსაფრთხოდ და მაღალ პროფესიულ დონეზე შეძლო გამოცდების ჩატარება 80 000 - მდე პირისთვის. ცენტრი ამჯერადაც მზად არის გამოცდის ჩასატარებლად და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.