Baby Bag

​პრეტესტებზე რეგისტრაცია 15 ივნისამდე მიმდინარეობს! - ინფორმაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის

​პრეტესტებზე რეგისტრაცია 15 ივნისამდე მიმდინარეობს! - ინფორმაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი დაწყებითი საფეხურის (I-IV კომბინირებული) მასწავლებლებს სთავაზობს გამოცდის პრეტესტს. 

ცენტრის ინფორმაციით, პრეტესტის საშუალებით მოხდება მასწავლებლის ცოდნის დიაგნოსტირება, რის შემდეგაც გაიმართება 10-საათიანი კონსულტაციები მასწავლების სახლის ტრენერებთან. კონსულტაციის დროს პედაგოგებს გადაეცემათ გამოცდისათვის მოსამზადებელი მასალების ელექტრონული ვერსია.

პრეტესტზე რეგისტრაცია 15 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი.

პრეტესტი+10-საათიანი კონსულტაცია+მოსამზადებელი სახელმძღვანელოები - 60 ლარი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ​ბმულს

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუ​ქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსზე მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება

კორონავირუსზე მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება

,,კორონავირუსზე ​შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება'' - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმაც მუშავდება და მალე განხორციელებაც დაიწყება:

„ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება ქუთაისის N32 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით. ამიტომ, რადგან სწავლის დაწყებისთვის ემზადება ქვეყანა, რეკომენდირებულია ყველა მასწავლებელი, ვინც ამ პერიოდში ბოლო 2-3 კვირა ისვენებდა ან მოგზაურობდა ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში, პირველ რიგში, აჭარაში და ლეჩხუმში, აუცილებელია დაიცვან პრევენციული ღონისძიებები, არ გამოცხადდნენ 2 კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და იყვნენ თვითიზოლაციაში. ასევე, პირველივე სიმპტომზე დაუკავშირდნენ 112-ს. იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება. ამის გეგმაც მუშავდება და დაიწყება განხორციელება,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად