Baby Bag

„ყველა მოსწავლე და ყველა მასწავლებელი იმსახურებს დაფასებას, აღიარებას, მადლობას და წახალისებას“

„ყველა მოსწავლე და ყველა მასწავლებელი იმსახურებს დაფასებას, აღიარებას, მადლობას და წახალისებას“

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით სერფიტიკატებს, რომლითაც მასწავლებლები და მოსწავლეები 2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებისთვის ჯილდოვდებიან. ამ ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ნაწილი ერთმანეთს ულოცავს წარმატებას, ზოგისთვის კი ეს ჟესტი სხვისი ქილიკის საგანი გახდა. სოფელ ძმუისის (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მასწავლებელი მარიტა გოტიაშვილი ერთ-ერთია, ვინც ამ ფაქტს გამოეხმაურა. გთავაზობთ მის მოსაზრებას:

„ეს არის ჩემი პოსტი-პროტესტი ყველა გამქილიკებლისა და სარკასტისთვის:

ყველა მოსწავლე და ყველა მასწავლებელი იმსახურებს დაფასებას, აღიარებას, მადლობას და წახალისებას. ზოგადად, ძალიან დიდი ეფექტი აქვს პოზიტიურ მიდგომას: როდესაც ადამიანს ვაქებთ, მასში კარგ თვისებებს ვაძლიერებთ. როდესაც დავცინით, ადამიანს ვთრგუნავთ და ყველაფრის ხალისს ვუკარგავთ.
ფეისბუქი არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ტკივილსა და სიხარულს ვუზიარებთ. თუ სიხარულის გაზიარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, ნუ ჩაგვაშხამებთ მაინც.
არ გიფიქრიათ, იქნებ იმსახურებენ ეს ადამიანები?! იქნებ იშრომეს და თავინთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნეს? ნუთუ ასეთი დაუჯერებელია, რომ ვიღაც კარგია... ვიღაც ძალიან კარგია... ვიღაც უკეთესიცაა.
(დავესესხები კახი კავსაძეს და) არასოდეს არავისი არაფერი შეგშურდეთ!!!
რა არის ცუდი ჯანსაღ კონკურენციაში? რატომ ირჩევთ ყოველთვის დაცინვას, თავში მუშტის ჩარტყმას და დამცირებას?
ვინ მოგცათ სხვისი დამცირების, სიხარულის ჩამწარების და დაცინვის უფლება? თქვენ რომ იგივე გითხრან, რასაც სხვას ეუბნებით, მოგეწონებოდათ?
და კიდევ, უამრავი ინგლისურენოვანი საიტი არსებობს, სადაც შეგიძლიათ სურვილისამებრ შეავსოთ სერტიფიკატის შინაარსი. სერტიფიკატებს ამით არაფერი აკლდებათ. სულაც არ უბრალოვდებიან იმიტომ, რომ გვაქვს ლიცენზიები, აკრედიტაციები და ა.შ.
გთხოვთ, შეეშვით კიბერ-ბულინგს, სხვისი შრომის და მონდომების დაკნინებას და ფეხქვეშ გათელვას.
ყველა მასწავლებელი და ყველა მოსწავლე იმსახურებს მადლობას! აღიარებას! დაფასებას! წახალისებას!
დაცინვით, დამცირებით და ლანღვით საქმე კარგად არასოდეს გაკეთებულა და არც გაკეთდება,“ - წერს მასწავლებელი მარიტა გოტიაშვილი.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარ​ო“

შეიძლება დაინტერესდეთ

გამომცემლობები მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოების უფასო ელექტრონულ ვერსიებს სთავაზობს

გამომცემლობები მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოების უფასო ელექტრონულ ვერსიებს სთავაზობს

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობები გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომას სთავაზობენ:

„სულაკაურის გამომცემლობა“ (ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო)


sulakauri.edu.ge/uphaso-el-sakhelmdzghvaneloebi-da-damkhma…/


გამომცემლობა „სწავლანი“, საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა


ქართული ენა. მე-5 კლასი. მოსწავლის წიგნი


https://www.calameo.com/read/005630120ed8938fa35ae


ქართული ენა. მე-5 კლასი. მოსწავლის რვეული


https://www.calameo.com/read/0056301203ce896637c67


ქართული ლიტერატურა. მე-5 კლასი. მოსწავლის წიგნი. ნაწილი 1


https://www.calameo.com/read/00563012020ecda61ec7f


ქართული ლიტერატურა. მე-5 კლასი. მოსწავლის წიგნი. ნაწილი 2


https://www.calameo.com/read/0056301207160ca9eaabd


ქართული ენა და ლიტერატურა. მე-5 კლასი. მასწავლებლის წიგნი


https://www.calameo.com/read/005630120ec1d10c92ffb


ქართული ენა. მე-6 კლასი. მოსწავლის წიგნი


https://www.calameo.com/read/005630120604f6b6d0006


ქართული ენა. მე-6 კლასი. მოსწავლის რვეული


https://www.calameo.com/read/00563012056c7a627d580


ქართული ლიტერატურა. მე-6 კლასი. მოსწავლის წიგნი. ნაწილი 1


https://www.calameo.com/read/0056301201d3913e6dcbd


ქართული ლიტერატურა. მე-6 კლასი. მოსწავლის წიგნი. ნაწილი 2


https://www.calameo.com/read/00563012078f752b8945f


ქართული ენა და ლიტერატურა. მე-6 კლასი. მასწავლებლის წიგნი


https://www.calameo.com/read/00563012039b52543fc2b


ქართული ლიტერატურა. 7 კლასი (ნაწილი 1)


https://en.calameo.com/read/00563012015cacd90abe2


ქართული ლიტერატურა. 7 კლასი (ნაწილი 2)


https://en.calameo.com/read/00563012087eab4be7be4


ქართული ენა. 7 კლასი


https://en.calameo.com/read/005630120f2cb3740a603


ქართული ენა და ლიტერატურა, VIII კლასი


https://www.calameo.com/read/005630120dfe528324f2c


ქართული ენა და ლიტერატურა, IX კლასი


https://www.calameo.com/read/005630120cb85d5fff079


ქართული ენა და ლიტერატურა, X კლასი


https://www.calameo.com/read/0056301203114787d6d43


ქართული ენა და ლიტერატურა, XI კლასი


https://www.calameo.com/read/0056301204ec0b2e8850a


ქართული ენა და ლიტერატურა, XII კლასი


https://www.calameo.com/read/0056301207ba6fe901cea


გამომცემლობა „ლოგოს პრესი“, საგანი - ისტორია VII კლასი


http://logospress.ge/


გამომცემლობა „შემეცნება“, საგანი - ჩვენი გარემო I-VI კლასები


https://www.shemetsneba.ge/


გამომცემლობა „მერიდიანი“, საგანი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება III-VI კლასები
http://gm7.ge/…/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%99%e1%83…/


გამომცემლობა „სიდი“, საგანი - მე და საზოგადოება III-IV კლასი

მე და საზოგადოება. III კლასი. მოსწავლის წიგნი (ნაწილი 1)


https://en.calameo.com/read/005635646466bd59a4e45


მე და საზოგადოება. III კლასი. მოსწავლის წიგნი (ნაწილი 2)


https://en.calameo.com/read/0056356462feb0a8080b4


მე და საზოგადოება. III კლასი. მოსწავლის რვეული (ნაწილი 1)


https://en.calameo.com/read/0056356469598c6ac3c02


მე და საზოგადოება. III კლასი. მოსწავლის რვეული (ნაწილი 2)


https://en.calameo.com/read/0056356469432a2ef32fd


მე და საზოგადოება. III კლასი. მასწავლებლის წიგნი


https://en.calameo.com/read/0056356463691680c0f03


მე და საზოგადოება. IV კლასი. მოსწავლის წიგნი (ნაწილი 1)


https://en.calameo.com/read/005635646f749e7998f3d


მე და საზოგადოება. IV კლასი. მოსწავლის წიგნი (ნაწილი 2)


https://en.calameo.com/read/005635646b0d664826566


მე და საზოგადოება. IV კლასი. მოსწავლის რვეული (ნაწილი 1)


https://en.calameo.com/read/005635646d064615879e2


მე და საზოგადოება. IV კლასი. მოსწავლის რვეული (ნაწილი 2)


https://en.calameo.com/read/00563564601344931e091


მე და საზოგადოება. IV კლასი. მასწავლებლის წიგნი


https://en.calameo.com/read/00563564650e46d5c32e1


გამომცემლობა „სიდი“ და „სულაკაურის გამომცემლობა“, საგანი მოქალაქეობა, VII კლასი
მოქალაქეობა, VII კლასი (მასწავლებლის წიგნი)


https://www.calameo.com/read/005635646274aaa736030


მოქალაქეობა, VII კლასი (მოსწავლის წიგნი)


https://www.calameo.com/read/00563564688dc56c76a26


შპს "გაზეთი საქართველოს მაცნე" საგნები - ქართული ენა და ლიტერატურა I-IV კლასები, მათემატიკა V-VI კლასები, ბუნება I-IVკლასები, მუსიკა I-IVკლასები, მეორე უცხოური ენა რუსული V-VI კლასები


http://saqmatsne.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%99%e…/
გამომცემლობა „კლიო“


საგანი - ფიზიკა, VII კლასი


მასწავლებლის წიგნი https://is.gd/laDvyE
მოსწავლის წიგნი http://tiny.cc/onpplz


საგანი - მოქალაქეობა, VII კლასი


მასწავლებლის წიგნი https://is.gd/7lHGrT

მოსწავლის წიგნი http://tiny.cc/mipplz

საგანი - ჩვენი საქართველო


V კლასი


მასწავლებლის წიგნი https://goo.gl/EMvifM
მოსწავლის წიგნი პირველი ნაწილი http://tiny.cc/8r2mlz
მოსწავლის წიგნი მეორე ნაწილი http://tiny.cc/o12mlz


VI კლასი


მასწავლებლის წიგნი https://goo.gl/twKcmG
მოსწავლის წიგნი პირველი ნაწილი http://tiny.cc/ol3mlz
მოსწავლის წიგნი მეორე ნაწილი http://tiny.cc/zyoplz


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად