Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არაცრა აზიანებს მხოლოდ მას, ვინც არ იცრის, სხვას - არაფრით. აცრილი ადამიანი ზუსტად ისეთივე ვირუსგადამტანია, როგორც არაცრილი, აცრილი უბრალოდ მსუბუქად გადაიტანს ვირუსს“ - იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი

„არაცრა აზიანებს მხოლოდ მას, ვინც არ იცრის, სხვას - არაფრით. აცრილი ადამიანი ზუსტად ისეთივე ვირუსგადამტანია, როგორც არაცრილი, აცრილი უბრალოდ მსუბუქად გადაიტანს ვირუსს“ - იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი

„არაცრა აზიანებს მხოლოდ მას, ვინც არ იცრის, სხვას - არაფრით. აცრილი ადამიანი ზუსტად ისეთივე ვირუსგადამტანია, როგორც არაცრილი, აცრილი უბრალოდ მსუბუქად გადაიტანს ვირუსს. ასე რომ, აცრით ვირუსის გადაცემა კი არ ფერხდება, არამედ მისი სიმძიმე იმ ადამიანებში, ვინც აცრილია“, - ამის შესახებ გერმა­ნი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი წერს. გთავაზობთ მის პოსტს:

„ყველა ექიმს მოგმართავთ,
ყველა იმ ადამიანსაც მოგმართავთ, ვისაც წერა-კითხვა და მოსმენა შეუძლია.

ექიმებმა გთხოვთ, აუხსენით იმ ადამიანებს, ვინც წაღმა-უკუღმა აირლიყებს აწებებს სხვას: არაცრა აზიანებს მხოლოდ მას, ვინც არ იცრის, სხვას - არაფრით. აცრილი ადამიანი ზუსტად ისეთივე ვირუსგადამტანია, როგორც არაცრილი, აცრილი უბრალოდ მსუბუქად გადაიტანს ვირუსს. ასე რომ, აცრით ვირუსის გადაცემა კი არ ფერხდება, არამედ მისი სიმძიმე იმ ადამიანებში, ვინც აცრილია.
ჯგუფური იმუნიტეტიც ასე მოქმედებს, რომ შეგეყრება და მსუბუქად გექნება.

არ არსებობს აცრა, რომელიც ვირუსით ინფიცირებას აჩერებდეს.

აი, ეს აუხსენით იმ ადამიანებს, რომლებმაც ის ხალხი ერის მტრებად გამოიყვანეს, ვისაც არ სურს ასტრაზენეკათი აცრა.


​და ნუ დაგავიწყდებათ, გაქვთ, ალბათ, 20.000 დოზა და საკმაოა აცრის მსურველი.


​ერთადერთი, რასაც სამედიცინო პერსონალის აცრა გააუმჯობესებს, ესაა ის, რომ პერსონალი არ გახდება თავად ავად, თუკი ვირუსი შეეყარა და ადრე დაუბრუნდება სამსახურს. სხვა ინტენცია და მიზანი ამ აცრებს არ გააჩნია.

​რაღაც დროში, ალბათ, თვეც არ იქნება საჭირო და ყველას ექნება ამ ვირუსთან კონტაქტი და მერე ავტომატურად იქნება „აცრილი“. მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები, მინიმუმ 6 თვეს ვარაუდობენ იმუნიტეტს.

​კორონათი მეორედ ინფიცირების 27 შემთხვევაა 120 მილიონიდან დაფიქსირებული. 
ჰოდა, აუცერით ასტრაზენეკა, ვისაც სურს. სხვები სხვას აიცრიან და იზრუნეთ, რომ ეს სხვაც შემოიტანოთ.

​ვიცი, ახლა გამოჩნდება ვინმე და იტყვის, აბა აცრით რომ ეს და ის ვირუსი გაქრაო?  ჯერ ერთი, არაფერიც არსად არ გაქრა, გარდა მძიმე დაავადებისა, იმ ვირუსებით გამოწვეული. მეორეც და 1 ან 2 წელიწადში არაფერი არ გამქრალა. ჩუტყვავილას ამ დონეზე დაყვანას ათეული წლები დასჭირდა ამ ვაქცინაციის. ასევეა გრიპიც, მინიმუმ 12 წელი დასჭირდა იმას, რომ მივმხვდარიყავით, ყველა ინფლუენცა არაა ერთნაირი და რეგიონალურად სხვადასხვა ვაქცინაა საჭირო, ამიტომაც გამოიგონეს ეს შერეული ვაქცინები.

​ყველაფერს უნდა დრო.

​თუკი ისეთი დრო დადგა, რომ ვაქცინაა „დაყრილი“ და გადასაყრელადაა, პანდემიაა და არავინ იცრის, აი, ამ შემთხვევაში ეს კომუნისტური ზეწოლა იქნება გამართლებულადაც გვეჩვენოს.


​ახლა, ამ სიტუაციაში კი ეს მხოლოდ ადამიანების შეურაცხყოფაა.


​კიდევ ერთხელ, დასავლეთმა სამედიცინო პერსონალი იმიტომ კი არ აცრა, რომ მერე სხვას არ გადაადებსო, არამედ იმიტომ, რომ თუ ავად გახდა, იქნება მოკლე კარანტინში და მალე დაუბრუნდება სამუშაო ადგილსო. აცრილი ექიმი არაა ერთი მისხალიტაც კი ნაკლებინფექციური.

​ამ ზღაპრებს ვინც ავრცელებს, უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ ფეიკნიუსს ავრცელებს.


​ვარ ახლა ანტივაქსერი, სულ თქვენი საქმეა, მე რას მიწოდებთ, ავიცერი ბაიონტექით, 5 დღის შემდეგ შემეყარა კორონა, დავაინფიცირე, ალბათ, 5 ადამიანი, მიუხედავად ჩემი აბსოლუტური ჰიგიენური გაფრთხილებისა, გადავიტანე მეც და სხვებმაც ეს ვირუსი ავად თუ კარგად და დავიწყებ მალე მუშაობას.

​14 თვე ვიყავი კორონიან პაციენტებთან, აუცრელი და არც მე შემყრია, არც ჩემს პაციენტებს გადასდებია ჩემგან. მოვიდა მომენტი და შემეყარა, მიუხედავად აცრისა. აი, ესაა ფაქტი და ასეა ცხოვრება. ჩემი უროლოგი კოლეგა, მთავარი ექიმი, რომელიც ანტივაქსერია, ზუსტად იმ გარემოში მუშაობს, სპეციალური ნიღბის ტარება აიძულა კლინიკამ და მას არ შეეყარა. სამ აცრილ კოლეგას შეგვეყარა. ახლა ის კი არ დაგვცინის, არამედ ადამიანურად იქცევა. შეგეყრება თუ არა, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, კონტექსტზე და ასე შემდეგ.

​ალბათ, 4 ან 5 წელში, როცა აცრა რეგულარული გახდება, ინფიცირებაც მოიკლებს. დღეს კი, აცრას ინფიცირებაზე გავლენა არ გააჩნია, არამედ და მხოლოდ დაავადების სიმძიმეზე,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.

წაიკითხეთ სრულად