Baby Bag

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუ ეს ჰორმონი მაღალი გაქვს, დიეტას აზრი არა აქვს'' - გიორგი ღოღობერიძე საკვების იმ ერთადერთ ტიპს ასახელებს, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს

,,თუ ეს ჰორმონი მაღალი გაქვს, დიეტას აზრი არა აქვს'' - გიორგი ღოღობერიძე საკვების იმ ერთადერთ ტიპს ასახელებს, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჭარბი წონის შესახებ საუბრობს. 

მისი თქმით, ინსულინი ეს არის ჰორმონი, რომელიც წონაში მატებას უწყობს ხელს:

,,ინსულინი წონაში მატებას უწყობს ხელს და აკავებს მის შემცირებას, მის რაოდენობას მუდმივად ზრდის სახამებლიანი საკვები და იმისთვის, რომ ინსულინი მაღალი არ გქონდეთ, თქვენ გჭირდებათ ცელულოზიანი საკვები (კიტრი, პომიდორი, სტაფილო, ბროკოლი, ავოკადო, ვაშლი და ნებისმიერი მწვანე ან სხვა ფერის მცენარეული საკვები პროდუქტი). ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით წონაში არ მოიმატებთ და არ გაგიჭირდებათ მომატებულის დაკლება,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

წყარო: Usmle

წაიკითხეთ სრულად