,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„თუ ზაფხულია და ცხელა, საკვებით არ დავტვირთოთ ბავშვი,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა
პედიატრმა ყარამან ფაღავამ ზაფხულის პერიოდში ბავშვის კვების თავისებურებების შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ზაფხულს კუჭ-ნაწლავის დაავადებების გახშირება ახასიათებს:
„დალოცვილ ქვეყანაში ვცხოვრობთ. შესანიშნავი სეზონი გვაქვს ყველა, მაგრამ ყველა სეზონს პატარა ჩრდილიც აქვს. ეს გახლავთ გარკვეული დაავადებების შედარებითი გახშირება. ზაფხული კუჭ-ნაწლავის დაავადებების გახშირების სეზონია. ზოგჯერ მეკითხებიან: საჭიროა თუ არა რაიმე განსაკუთრებული დიეტა ზაფხულში? განსაკუთრებული დიეტა არ არის საჭირო, მაგრამ თავისი ნიუანსები არის.“
ყარამან ფაღავამ მშობლებს ურჩია საკვების ვადები ზედმიწევნით კარგად დაიცვან, რადგან ზაფხულში პროდუქტები სწრაფად ფუჭდება:
„პირველ რიგში, უნდა მივირთვათ ვადა დაცული საკვები. არ შეიძლება, რომ იყიდი პროდუქტს და მაცივარში გაქვს დიდხანს. მერე დაგავიწყდება. ამ სიცხეში ფერმენტაციის პროცესი, დაბინძურება, ყველაფერი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, დაინფიცირების სიხშირე მეტია. მაღაზიაში რომ ვყიდულობთ საკვებს, იმას აწერია ხმარების ვადა. არ გადავცდეთ ამ ვადას. ეს ვადები ტყუილად არ წერია.“
„მნიშვნელოვანია რაოდენობა, თუ რამდენი უნდა მივცეთ ბავშვს საკვები. აქ უკვე მთავარი სეზონი კი არ არის, მთავარია, რა პირობებში ვიმყოფებით. თუ ზაფხულია, მაგრამ ცივა, ბავშვმა ჩვეულებრივად უნდა ჭამოს. თუ ზაფხულია და ცხელა, ბავშვი შესაბამისად ვერც შეჭამს. არც არის ამის შესაძლებლობა, რომ შეჭამოს იმავე რაოდენობით, რაც იყო შედარებით გრილ პერიოდში. საკვებით არ დავტვირთოთ ბავშვი. თუ შედარებით გრილა, ბავშვი გარეთ არის, თამაშობს, ფიზიკური აქტივობა მეტია, შესაბამისად კალორაჟი უნდა გავზარდოთ. პედიატრიაში გამოიყენება ვეტერინარული მიდგომა. შევხედოთ, თუ ბავშვი არ არის ძალიან ჯიუტი და ჯანმრთელია, ის თვითონვე გამოზომავს, რა ესაჭიროება და არ ესაჭიროება,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.