,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ეს არის საშიში ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ბავშვები ემოციურად კარგად არ არიან,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში დეპრესიის შემთხვევების ზრდის ტენდენციის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი პრობლემა ბევრ ბავშვს აქვს:
„ჩვენ ვატარებდით კვლევას გარდატეხის ასაკის ბავშვებში. აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეთა ნახევარს დეპრესიის ნიშნები ჰქონდა. ეს არის საშიში ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ბავშვები ემოციურად არ არიან კარგად. ეს ამ ბავშვების ბრალი არ არის. მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რა ნიშნები აქვს დეპრესიას ბავშვებში.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვებში აგრესიული ქცევა ხშირად დეპრესიის გამოვლინებაც არის:
„ბავშვებში აგრესიული ქცევა დეპრესიის ნიშანიც არის. უცებ აგრესიული გახდა ბავშვი, ხშირად ტირის, ეს დეპრესიის ნიშნებია გარდატეხის ასაკამდე. გარდატეხის ასაკში ცოტა სხვანაირად ვლინდება დეპრესია. ბავშვები ჩაკეტილები ხდებიან. ამის დიფერენცირება ისედაც ძალიან ძნელია. გარდატეხის ასაკი ძალიან სპეციფიკურია. რთულია იმის გაგება, ეს გარდატეხის ასაკის ბრალია, თუ დეპრესიის, როდესაც ბავშვი ჩაკეტილი ხდება, არავის არ ენდობა. ეს ისედაც ასე ხდება ამ ასაკში.“
„როდესაც ბავშვის ყოველდღიურობა ირღვევა და ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება, ბავშვისთვისაც საზიანო ხდება, ოჯახური ცხოვრებაც ირღვევა, ამ შემთხვევებზეა საუბარი. სამწუხაროდ, ჩვენ ერთმანეთისთვის არ გვცალია. ბავშვი აქამდე არ უნდა მივიდეს. ყოველთვის ყველა მშობელს ვეუბნები, რომ ნახევარი საათი შეიძლება მოძებნო. არასდროს არ ჩაიკეტება ასე ბავშვი, რომელსაც ექნება შენთან ყოველდღიურად ნახევარსაათიანი საუბრის შესაძლებლობა. ჩვენ ბავშვებთან ვურთიერთობთ მარტო მოთხოვნის ტონით. ამხელა თანხას ვიხდით მის სწავლაში, გვინდა, რომ იყოს საუკეთესო. სულ ამით ვიწყებთ: „აბა, რა გააკეთე?“ ემოციისთვის დრო არ რჩება,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.