,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„თავისუფლად შეიძლება პროფესიული რეალიზაციისა და ბავშვებთან ურთიერთობის დაბალანსება,“ - თეა გოგოტიშვილი
ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა დაკავებული დედების პრობლემებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი პროფესიული საქმიანობისა და ბავშვთან ურთიერთობის დაბალანსება:
„ეპოქა მოითხოვს იმას, რომ ქალმა იმუშაოს, იყოს რეალიზებული. იმ ქალბატონებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თვითრეალიზაციას, ფსიქო-ემოციური პრობლემები სწორედ ამ არარეალიზებულობის გამო უჩნდებათ. თავისუფლად შეიძლება დაბალანსება პროფესიული რეალიზაციისა და ბავშვებთან ურთიერთობის. ეს არის მიზანდასახულობის, ორგანიზებულობის და იმ უნარ-ჩვევების შედეგად, რომელიც ვითარდება აღზრდა-განვითარების პროცესში. თუ ბავშვობაში დისციპლინა და ორგანიზებულობა არ არის ჩვეული მდგომარეობა, მათი ათვისება ძალიან რთულად ხდება ზრდასრულობაში. ეს ჩვენი ეთნოსის პრობლემაა.“
თეა გოგოტიშვილის თქმით, მშობელი ზედამხედველი არ უნდა იყოს და მან ბავშვთან ურთიერთობაში ზომიერება უნდა გამოიჩინოს:
„მშობელი არ უნდა იყოს ზედამხედველი მხოლოდ. ხშირ შემთხვევაში მშობელს ერევა და მაკონტროლებელი ფუნქცია ურთიერთობის სანაცვლოდ მიაჩნია კარგი მშობლის როლში ყოფნად. ხშირად ხდება, რომ შემოწმება, გადამოწმება, გამოძიება, ურთიერთობების უნდობლობაში გადაზრდა ნეგატიური ზეგავლენის მქონეა ბავშვზე, ისევე როგორც სრული უყურადღებობა. მშობელს უნდა ჰქონდეს იმპულსი შინაგანად, რომ ეს ორი პოლუსი: უყურადღებობა და გადამეტებული კონტროლი მუდმივად ჰქონდეს თვალსაწიერში.“
„როდესაც ვსაუბრობთ თანასწორ ურთიერთობაზე ბავშვთან, ეს არ ნიშნავს, რომ მშობელი უნდა გახდეს მცირეწლოვანი ან მოზარდი, არამედ მან ბავშვს უნდა აგრძნობინოს, რომ ის არის პიროვნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს შორის მხოლოდ სიტყვიერი კონტაქტი არ არის ინფორმაციის წყარო, არამედ ჩვენი გამომეტყველება, ჩვენი ხმის ინტონაცია. ეს არ არის არც მექანიკურად დასწავლადი. გულწრფელობა, ღიაობა და უშუალო ურთიერთობები ნებისმიერ დანაშაულის განცდას თუ დაკავებულობას თავისუფლად დააკომპენსირებს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თეა გოგოტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.