,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„ზაფხულის პერიოდით უნდა ვისარგებლოთ: ეს არის ჩვენი ორგანიზმის ბანკის შევსება საუკეთესო საკვებით,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა
პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვი სამყაროს ეცნობა და სავსებით ნორმალურია, თუ ის რომელიმე ნივთს ან ხელს პირში ჩაიდებს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია გარემოს სტერილურობა:
„ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ადამიანი ეცნობა გარემოს. თავის სხეულსაც ეხება, სხვა ნივთებსაც. პირშიც მიაქვს ხელი, რომ გემო გაიგოს. ამას ვერ გავექცევით, უნდა ვიყოთ მზად, რომ ასე იქნება. გარემო უნდა შევქმნათ მაქსიმალურად სუფთა. იმასაც არ ვამბობ, რომ ზედმეტად სუფთა იყოს. თუ ზედმეტად სუფთა იქნება გარემო, ინფექციების მიმართ გამძელობა უფრო დაბალი იქნება. ჰიგიენური თეორია არსებობს, რომელიც ძალიან საინტერესოა. იქ, სადაც ზედმეტი სისუფთავეა, მეტი ბრონქული ასთმაა. ცოტ-ცოტა ინფექციები საჭიროა ორგანიზმისთვის, რომ მისი თავდაცვითი სისტემა უფრო გაძლიერებული იყოს.”
ყარამან ფაღავამ მშობლებს ურჩია, რომ ზაფხულში ბავშვებს წვნიანი დილის ან საღამოს საათებში მიართვან:
„შესაძლებელია ბავშვს მივცეთ ცივი წვნიანიც, მაგრამ ნამდვილი წვნიანი თბილია. როდესაც სიცხეა, დღისით რომ არ შეჭამს ბავშვი, სჯობს ცხელი საკვები ბავშვს მივცეთ დილით და საღამოთი, შუადღე იყოს უფრო თავისუფალი: ხილი, რძის ნაწარმი. ზაფხულის პერიოდით უნდა ვისარგებლოთ: ეს არის ჩვენი ორგანიზმის ბანკის შევსება საუკეთესო საკვებით. ეს არის: ხილი, ბოსტნეული, მდიდარი ვიტამინებით, ელექტროლიტებით, ბოჭკოებით. ეს განწმენდის პერიოდია.ზამთარშიც შეიძლება, მაგრამ ყველაფერი თავისი სეზონის დროს უნდა მივირთვათ. არ შეიძლება სულ პესტიციდებით გაჯერებული საკვების მიღება. ქართულ ნიორს არცერთი ნიორი არ სჯობს, ქართულ პომიდორს არცერთი პომიდორი არ სჯობს. ბუნებრივია, კარგია და პატრიოტულიც არის.“
„მე უპირატესობას წყალს ვაძლევ. მაპატიონ კომერციული ინტერესის მქონე კომპანიებმა, რომლებსაც შემოაქვთ სხვადასხვა სითხე. წყალზე უკეთესი სითხე არ არსებობს. ამაზე უკეთესი ჯანმრთელობისთვის არაფერია. ზოგიერთი დღეში სამ ლიტრას სვამს. ეს შეიძლება ზედმეტიც იყოს. მოზრდილმა ადამიანმა ლიტრ-ნახევარი კი უნდა დალიოს მთელი დღის განმავლობაში.“
„შესაძლებელია, რომ ბავშვი ბოსტნეულს ანიჭებდეს უპირატესობას. ხილს თუ არ ჭამს ბავშვი, უნდა დავუფიქრდეთ. შეიძლება ხილს ჩვევის გამო არ მიირთმევს. არაა შეჩვეული. მეორე ამბავიც არის. ხომ არ აქვს ბავშვს ფრუქტოზის აუტანლობა?ასეთ შემთხვევაში გამოკვლევაა სასურველი. ერთბაშად დაძალება არ გვინდა. შესაძლებელია, რომ ამ ქცევის მიღმა რაღაც ბიოლოგიური მექანიზმიც იყოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.