,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
ძილის დროს ორგანიზმი ბიოლოგიური სისტემის აღდგენას და გაძლიერებას ახერხებს. მნიშვნელოვანია, რომ ძილის დროს არაფერი გვაწუხებდეს, არც ზედმეტი ხმაური, არც შუქი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბნელ საძინებელში გვეძინოს, რადგან ჰორმონი მელატონინი სიბნელეში გამომუშავდება. როდესაც ორგანიზმში ჰორმონ მელატონინის დეფიციტი არ არის, ავადობის სიხშირე მნიშვნელოვნად იკლებს, ბედნიერების ხარისხი კი მატულობს.
ჩვენს სტატიაში იმ მიზეზებზე გესაუბრებით, რომელთა გამოც თქვენი პატარა საწოლში დროულად უნდა დააწვინოთ და მას საძინებელში კომფორტული პირობები შეუქმნათ.
22 საათზე ორგანიზმში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ორმაგდება და სხეულის ტემპერატურა იკლებს. დაახლოებით ერთ საათში თითოეულ უჯრედში აღდგენითი პროცესები იწყება. ღამის თორმეტი საათისთვის ჩვენს ცნობიერებას ძილი იპყრობს, ტვინი კი მუშაობას განაგრძობს. ღამის პირველ საათზე ძილი ზედაპირულია. ღამის ორ საათზე ადამიანის ორგანიზმში ღვიძლის გარდა ყველა ორგანო ისვენებს. ღამის სამი საათისთვის არტერიული წნევა ქვეითდება, გულისცემა და სუნთქვის სიხშირე იკლებს.
ღამის ოთხ საათზე ტვინს მცირე რაოდენობის სისხლი მიეწოდება და ის გაღვიძებისთვის მზად არ არის. ღამის ხუთ საათზე თირკმელი ისვენებს და კუნთები განიტვირთება. დილის ექვსი საათიდან ორგანიზმი გაღვიძებისთვის იწყებს მზადებას. დილის შვიდი საათისთვის იმუნური სისტემა გაჯანსაღებულია.