,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
ქლიავის მიცემა ბავშვისთვის 6 თვიდან სცადეთ, ოღონდ გაითავალისწინეთ, რომ ის პირველი ხილი არ იყოს
ქლიავის სასარგებლო თვისებებზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სხვადასხვა ფერის, განსხვავებული გემოს, მაგრამ ერთნაირად სასარგებლო, წვნიანი და გემრიელი. ის ფართოდ გავრცელებული ხილია და მისი კვალი ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ მასალებშიცაა ნანახი ზეთისხილისა და ყურძნის ნარჩენებთან ერთად. ალბათ შეამჩნევდით, ბავშვებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა ბურღულის ფაფისა და ხილის პიურის შემადგენლობაში რთავენ ბავშვთა კვების მწარმოებლები. მართლია, სეზონი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მაინც მოგიყვებით ქლიავზე.
ვიტამინების და მინერალების გემრიელი წყარო
ეს გემრიელი ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ყველა წყალში ხსნად ვიტამინს - მასში უხვადაა პრაქტიკულად ყველა B ჯგუფის და C ვიტამინი, ხოლო ცხიმში ხსნადი ვიტამინებიდან ქლიავში A და E ვიტამინები შედის.
ახლა მინერალურ ნივთიერებებს მივყვეთ - ქლიავი განსაკუთრებით მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, ქრომს, რკინას, თუთიას, იოდს. მდიდარია ორგანული მჟავებით, პექტინით, უჯრედისით, ბუნებრივი ანტისეპტიკებით.
რა შეუძლია ქლიავს?
კალციუმის და ფოსფორი ძვლის მთავარი მინერალური შემდგენელი ნაწილია.
პექტინები და უჯრედისი ხელს უწყობს ნაწლავთა რეგულარულ მოქმედებას, აქვთ ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტი. ამიტომ ქლიავი შეკრულობის დროს ძალიან ეფექტურია. სხვათა შორის ამ მიზნით ქლიავი ჩირის გამოყენებაც შეგძლიათ ფაფების ან კომპოტის შემადგენლობაში.
B ჯგუფის ვიტამინები, რაც დიდი რაოდენობითაა ქლიავის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, კანის, თმის სიჯანსღეს, უზრუნველყოფს კარგ გუნება-განწყობას.
ჯადოსური C ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მი მდნარე უამრავ სასიცოცხლო პროცესში, აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რაც მზარდი ძვლოვანი სისტემისათვის მატრიქსს წარმოადგენს.
სცადეთ უმადო პატრებისათვის - დადგენილია, რომ ქლიავი მადის მატებას იწვევს. საკვები ბოჭკოები ყაბზობასთან ბრძოლის გარდა ნაწლავური ბაქტერიების განვითრებას უწყობს ხელს, რადგან მათთვის საუკეთესო საკვებია.
ქლიავის შემადგემლობაში არსებული რკინა და ფოლიუმის მჟავა ანემიის განვითარებას უშლის ხელს.
ბუნებრივი ანტისეპტიკების გამო კი ქლიავს ანთების საწინაღმდეგო ეფექტი აქვს, რაც პირის ღრუდან იწყება.
როგორ და რა ასაკიდან?
ქლიავის მიცემა 6 თვიდან სცადეთ, ოღონდ გაითავალისწინეთ, რომ ის პირველი ხილი არ იყოს. ქლიავის მიცემამდე სჯობს ჯერ სხვა ხილი გაასინჯოთ.
შეჩვევა კი ქლიავის რამდენიმე წვეთით დაიწყეთ. თუ პატარას ალერგია ან მონელების პრობლემები არ ექნება, პიურეს მიცემაც შეგიძლიათ. შესთავაზეთ 40-50 გრამი როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ხილთან ან ბურღულეულთან ერთად.
აი, გემრიელი და სასარგებლო ფაფის რეცეპტი:
ბრინჯი ქლიავითა და ბანანით
მოხარშეთ ბრინჯი წყალში, სრულ მოხარშვამდე 3-5 წუთით ადრე დაამატეთ დაჭრილი ქლიავი. დააბლენდერეთ, დაუმატეთ ბანანის პიურე და გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით.
მაწონი ქლიავითა და ატმით
30-30 გრამი ქლიავისა და ატმის პიურე შეურიეთ 100 გრამ მაწონს. ხილი მაწვნის მომჟავო გემოსაც შეარბილებს და სასარგებლო, გემრიელ საკვებსაც მიიღებთ.
მანამდე კი სანამ სეზონი დადგება, ბავშვთა კვებისათვის გათვალსიწინებული ქარხნულად მომზადებული ქლიავის პიურის გამოყენება შეგიძლიათ.“
წაიკითხეთ სრულად