,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
„პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიცემას, მე რეკომენდაციას არ ვუწევ“
პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიღება არ არის რეკომენდებული, რა არის ამის მიზეზი? - აღნიშნულ კითხვაზე Momsedu.ge-ს ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, პატარებისთვის ძროხისა რძისა და მაწვნის მიღება ნამდვილად არ არის რეკომენდებული, რადგან ძროხის რძე ძალიან რთული მოსანელებელია:
„პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიღება ნამდვილად არ არის რეკომენდებული. ძროხის რძე ძალიან რთული მოსანელებელია. მხოლოდ იმ ფაქტის გათვალისწინებაც საკმარისია, რომ ის შეიცავს ცილა კაზეინს, რომელიც ძალიან რთულად გადასამუშავებელია. ხელოვნურ ნარევებში ეს ყველაფერი დამუშავებულია, ყველა ინგრედიენტი - ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი ბავშვის ასაკისთვის შესაფერისია. ძროხის რძეში კი ეს არ არის. ამიტომ ძროხის რძის მიცემას, მე რეკომენდაციას არ ვუწევ. 1 წლის ასაკიდან დიდი სიფრთხილით შეგვიძლია, მივცეთ ბავშვს ძროხის რძე. რაც შეეხება მაწონს, ამ პროდუქტის შეტანა ბავშვთა კვებაში ხდება დაახლოებით 11 თვიდან. მაწონი არაჩვეულებრივი პროდუქტია. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ძალიან კარგი მაწვნებია, რომლებიც სპეციალურად ბავშვის კვებაზეა მორგებული, ფერმენტირებული მაწვნები, რომლებიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მოკროფლორის ჩამოყალიბებას,“ - აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა.
არ დაგავიწყდეთ !!!
MomsEdu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)