როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ერთადერთი უალტერნატივო არის მასთან მეგობრობა" - როგორ მოვიქცეთ თინეიჯერ შვილთან ურთიერთობისას
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თინეიჯერ შვილთან ურთიერთობისას და რა დეტალები უნდა გაითვალისწინოს მან იმისთვის, რომ ამ პერიოდში მოზარდთან პოზიტიური ურთიერთობა შეინარჩუნოს - ამის შესახებ ფსიქოლოგი, მარინა კაჭარავასაუბრობს.
,,ამ პერიოდში ადამიანში თვითშეფასება ძალიან დაბლდება, უმეტესწილად - აქვთ გარეგნობის კომპლექსი, ჰგონიათ - რომ არაფერს წარმოადგენენ და არაღიარებულები არიან და ა.შ. ერთადერთი უალტერნატივო არის მასთან მეგობრობა. მაგალითად, თინეიჯერი შვილი უსმენს რაიმე მუსიკას, რაც მშობელს არ მოსწონს - უნდა დაჯდე მასთან ერთად და მოუსმინო; კი არ აუკრძალო და ჭკუა დაარიგო, არამედ - ინტერესი გამოხატო. როდესაც მე, მშობელი ვჯდები მასთან ერთად და რაღაცას ვაკეთებ, მისი თანატოლივით ვხდები და უფრო მენდობა, ვიდრე მაშინ, როცა დირექტივებს ვიძლევი - ეს არ გააკეთო. მშობელი ზოგჯერ კმაყოფილია, როცა ჰგონია, რომ შვილს აკონტროლებს და წარმოდგენა არ აქვს, მისი შვილი რას ფიქრობს, რას აკეთებს, სად არის. სწორედ ისეთ მშობლებს არ აქვთ ეს წარმოდგენა, რომლებიც ამბობენ, რომ ჩემი შვილი მე ამას ვერ გამიბედავს. უალტერნატივოა მეგობრობა და ავტორიტეტის შენარჩუნება. როგორ ვინარჩუნებთ ავტორიტეტს - იმით, რომ შვილმა დაინახოს, ერკვევი იმ რაღაცებში, რაშიც ის ერკვევა; რომ გაქვს სტატუსი და რაღაცას წარმოადგენ; რომ კარგად გამოიყურები... რამდენად გცემს საზოგადოება პატივს. ამას ყველაფერს ის ზომავს საკუთარი საზომით. მაგრამ მთავარი მომენტი არის ის, რომ ის თინეიჯერი მომღერალი, რომელიც შენს შვილს მოსწონს, უნდა გესმოდეს - მე მესმის შენი - ეს არის უალტერნატივო გზავნილი ადამიანისთვის.
11 წლისას თავი უკვე დიდი ჰგონია. ამ ასაკაში ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან და ყველაფრის უფლება აქვთ. შშობლის ნერვიულობა პირდაპირ გადაეცემა ბავშვს. ამ დროს მშობელს აქვს პრობლემა და არა მოზარდს. თუ მე ბავშვს მშვიდად ველაპარაკები ნებისმიერ თემაზე, მაშინ სისადავე ბევრ რამეს შველის. სინამდვილეში, ამ ასაკში აქვთ განცდა, რომ მათი არავის ესმის, არავის სჭირდება და მშობელი ჩამორჩა დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად იხმარეთ წინადადება - ჰო, დე, მე მესმის შენი, რა საინტერესოა. როდესაც მოზარდი გეტყვის რაიმეს და პასუხობ - სისულელეს ნუ მეუბნები, აქ უკვე კომუნიკაცია დასრულებულია. როგორც თქვენ განიცდით, ისე - ბავშვი", - აღნიშნავს კაჭარავა.