- თუ გეგმავთ ინ ვიტრო განაყოფიერებას, ამ პროცედურის დროს შესაძლებელია ასევე ბავშვის სქესის არჩევა. ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ხდება ქალის კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის განაყოფიერება ხელოვნურად, შემდგომ კი უკვე გამზადებული ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში. გადატანამდე შესაძლებელია ემბრიონის სქესის განსაზღვრა და სასურველი სქესის ემბრიონის ან ემბრიონების გადატანა (თუ, რა თქმა უნდა, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სქესი).
- ქორიონის ბიოფსია - ერთ-ერთი გენეტიკური ტესტია, (გამოიყენება დაუნის სინდრომის გამოსარიცხად) რომლის დროსაც ხდება ქორიონის ბუსუსების აღება. აღებული მასალა შეიცავს ნაყოფის გენეტიკურ მასალას, შესაბამისად, შესაძლებელია ნაყოფის სქესის გაგებაც. (ტესტის გავლა შეგიძლიათ 10-12 კვირის ვადაზე. ამ გამოკვლევას ზოგჯერ ახლავს რისკები, როგორებიცაა: სისხლდენა, სანაყოფე წყლების დაღვრა, ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობის რისკი).
- ამნიოცენტეზი - ესეც ერთ-ერთი მეთოდია ნაყოფის განვითარების ანომალიის განსაზღვრისთვის. ამ პროცედურის დროს ხდება ექოსკოპიის კონტროლით მუცლის წინა კედელში ნემსის შეყვანა და სანაყოფე წყლების აღება. სანაყოფე წყლების გამოკვლევით ხდება განსაზღვრა, აქვს თუ არა ნაყოფს განვითარების რაიმე ანომალია. ასევე შესაძლებელია ამ მეთოდით ნაყოფის სქესის გაგება. ამნიოცენტეზსაც ზოგჯერ ახასიათებს ზედა პუნქტში ჩამოთვლილი შესაძლო გართულებები.
- ექოსკოპიური კვლევა - ვინაიდან ნაყოფის სასქესო ორგანოების განვითარება სრულდება 16 კვ. ვადაზე, შესაბამისად, ზუსტი სქესის განსაზღვრა ხდება 16 კვ. ვადაზე.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)