Baby Bag

ჯანეტი და ნოე დაქორწინდნენ - კადრები ზღაპრული ქორწილიდან

ჯანეტი და ნოე დაქორწინდნენ - კადრები ზღაპრული ქორწილიდან

ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა და ქორწილი რესტორან „ბაგრატიონში“ გადაიხადეს.

პატარძალი რესტორანში, ხელის მოწერის ცერემონიალზე, მამამ მიიყვანა. წყვილმა სპეციალურად ქორწილისთვის დადგმული ცეკვა შეასრულა.

ჯანეტმა და ნოემ ქორწილისთვის რამდენიმე სტილის ტანსაცმელი მოირგეს. ჯვრისწერის ცერემონიალზე ტრადიციული სამოსით გამოჩნდნენ, ნოე თეთრ ჩოხაში იყო გამოწყობილი, ჯანეტს კი ძალიან დახვეწილი და განსხვავებული საქორწინო კაბა ეცვა და თავზე გვირგვინი ეკეთა.

          

 

 

ჯანეტისა და ნოერს ქორწილს შოუბიზნესის არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ: ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, სალომე ღვინიაშვილი, ირაკლი მაქაცარია, რომელიც ნოეს მეჯვარე გახლდათ, სოფო ნიჟარაძე, ნინო სურგულაძე, ნინო ჩხეიძე, ანრი ჯოხაძე, სალომე ბაკურაძე, დალი ჩიტალაძე, დათუნა მგლაძე, გია ჯაჯანიძე, ნინო ნადირაძე, გუგა კუზანოვი და სხვები.

'

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად