Baby Bag

ახალ წელს ასე მომზადებული გოზინაყით უნდა შეხვდეთ

ახალ წელს ასე მომზადებული გოზინაყით უნდა შეხვდეთ

რეცეპტით, რომელსაც​ ​MomsEdu.ge გთავაზობთ, გოზინაყი საუკეთესო გამოდის, თან მარტივი მოსამზადებელია. 

გოზინაყის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • თაფლი - 3 ჭიქა 
  • ნიგოზი - 8 ჭიქა

მოხალეთ ნიგოზი დაბალ ცეცხლზე ისე, რომ გარსი გაეცალოს. შემდეგ სასურველ ზომებად დაანაწევრეთ. თაფლი წამოადუღეთ და თან მუდმივად ურიეთ, სანამ არ აქაფდება. აქაფების შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ და წამოდუღება/გაგრილება 4-ჯერ გაიმეორეთ. 

ბოლოს თაფლში ჩაყარეთ გამზადებული ნიგოზი (დაჭრილი/დანაწევრებული), დაბალ ცეცხლზე ურიეთ მანამ, სანამ ნიგოზი ოქროსფერი არ გახდება. 

გამზადებული გოზინაყი ცივი წყლით დასველებული თეფშებზე სველი გასაბრტყელებლით გაანაწილეთ.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ 🎄

შეიძლება დაინტერესდეთ

თქვენს შვილებს აუცილებლად მოეწონებათ, რადგან მისი ძირითადი ინგრედიენტი ბანანია - ბავშვების საყვარელი ხილი

თქვენს შვილებს აუცილებლად მოეწონებათ, რადგან მისი ძირითადი ინგრედიენტი ბანანია - ბავშვების საყვარელი ხილი

უგემრიელესი ,,Banana Bread" ანუ ჩვენებურად ბანანის კექსი შეგიძლიათ ნუცას რეცეპტით მოამზადოთ და ბავშვებს შესთავაზოთ. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია, მოსამზადებლად კი დაგჭირდებათ:

  • ბანანი - 4 ცალი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ფქვილი - 200 გრ. 
  • გამაფხვიერებელი - 5 გრ.
  • ვანილი
  • შაქარი - 100 გრ.
  • მაწონი - 150 გრ.
  • კარაქი - 150 გრ.

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში👇

წაიკითხეთ სრულად