Baby Bag

ახალ წელს ასე მომზადებული გოზინაყით უნდა შეხვდეთ

ახალ წელს ასე მომზადებული გოზინაყით უნდა შეხვდეთ

რეცეპტით, რომელსაც​ ​MomsEdu.ge გთავაზობთ, გოზინაყი საუკეთესო გამოდის, თან მარტივი მოსამზადებელია. 

გოზინაყის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • თაფლი - 3 ჭიქა 
  • ნიგოზი - 8 ჭიქა

მოხალეთ ნიგოზი დაბალ ცეცხლზე ისე, რომ გარსი გაეცალოს. შემდეგ სასურველ ზომებად დაანაწევრეთ. თაფლი წამოადუღეთ და თან მუდმივად ურიეთ, სანამ არ აქაფდება. აქაფების შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ და წამოდუღება/გაგრილება 4-ჯერ გაიმეორეთ. 

ბოლოს თაფლში ჩაყარეთ გამზადებული ნიგოზი (დაჭრილი/დანაწევრებული), დაბალ ცეცხლზე ურიეთ მანამ, სანამ ნიგოზი ოქროსფერი არ გახდება. 

გამზადებული გოზინაყი ცივი წყლით დასველებული თეფშებზე სველი გასაბრტყელებლით გაანაწილეთ.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ 🎄

შეიძლება დაინტერესდეთ

ხასხასა და უგემრიელესი ბორში, რომელზეც ყველაზე უჭმელი ბავშვებიც კი ვერ იტყვიან უარს

ხასხასა და უგემრიელესი ბორში, რომელზეც ყველაზე უჭმელი ბავშვებიც კი ვერ იტყვიან უარს

ნუცა სურგულაძე ხასხასა და უგემრიელესი ბორშის რეცეპტს გთავაზობთ, რომელზეც უარს ყველაზე უჭმელი ბავშვებიც კი ვერ იტყვიან. 

ბორშისთვის დაგჭირდებათ:

  • ჭარხალი 
  • წითელი ხახვი
  • კარტოფილი
  • სტაფილო
  • კომბოსტო
  • ბულგარული წიწაკა
  • ოხრახუში
  • ძმარი


მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👇

წაიკითხეთ სრულად