Baby Bag

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის სამედიცინო უნივერსიტეტში ქრთამი აიღეს

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის სამედიცინო უნივერსიტეტში ქრთამი აიღეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ​ავრცელებს

სუსის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

„გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს,“ - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გადაწყდა თქვენი ბინაზე მკურნალობა, ნუ ინერვიულებთ! - ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ვიდეომიმართვა

თუ გადაწყდა თქვენი ბინაზე მკურნალობა, ნუ ინერვიულებთ! - ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ვიდეომიმართვა

,,ნუ ჩავარდებით პანიკაში, გაიხსენეთ, რომ ბევრ სხვა ინფექციას შეიძლება ანალოგიური სიმპტომები ჰქონდეს... თუ გადაწყდა თქვენი ბინაზე მკურნალობა, ნუ ინერვიულებთ! დაავადებას შეხვდით მშვიდად, ბინაზე მკუნრალობა მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში,'' - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვიდეომიმართვაში სახ­ლის პი­რო­ბებ­ში კო­ვიდ-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ საუბრობს. 

წაიკითხეთ სრულად