ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების გამო იაშვილის სახელობის კლინიკაში 8 ბავშვი მოხვდა. მათგან შვიდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მერვე პაციენტი კი მალევე გაეწერა სახლში.
კლინიკის ინფორმაციით, არასრულწლოვნებს დაზიანება კიდურების არეში აქვთ მიღებული. ერთ-ერთ მცირეწლოვანს თითების ამპუტაცია დასჭირდა.