Baby Bag

1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან ექიმებს აჩუქეს - ფოტოები

1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან ექიმებს აჩუქეს - ფოტოები

1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან მოქალაქეებმა მადლიერების ნიშნად თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოს ექიმებს აჩუქეს. 

იდეის ერთ-ერთი ავტორია სოფო ახალაია, რომელმაც მეგობრებთან ერთად ტიტები კახეთში შეიძინა და კლინიკის ქალბატონებს მიუძღვნა.

გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის ისტორია, რომელიც პანდემიის გამო ტიტებს ვეღარ ყიდდა, რამდენიმე დღის წინ ​რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. 63 წლის მეყვავილეს ასეულობით უცნობი ადამიანი დაეხმარა. მეყვავილემ ტიტები ერთ დღეში სრულად გაყიდა. მას მოქალაქეებმა და კომპანიებმა იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე იზარალა.


შეიძლება დაინტერესდეთ

,,კოვიგადატანილი პაციენტები ხშირად უჩივიან ამ სიმპტომს'' - გიორგი ღოღობერიძის საინტერესო რჩევები

,,კოვიგადატანილი პაციენტები ხშირად უჩივიან ამ სიმპტომს'' - გიორგი ღოღობერიძის საინტერესო რჩევები
კოვიდ 19-ის შემდეგ ბევრი ადამიანი უჩივის მეხსიერების პრობლემებს. რამდენ ხანს შეიძლება დატოვოს კორონავირუსმა ეს პრობლემა და როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება?! - აღნიშნულ თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე.

გიორგი ღოღერიძე ასევე გასწავლით აუცილებლად გასაკეთებელ სავარჯიშოებს, რომლებიც მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად