„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
ამირან გამყრელიძის თქმით, განიხილება ქვეყანაში მწვანე პასპორტების შემოტანა:
„განიხილება არაპირდაპირი დისკომფორტის, ე.წ. მწვანე პასპორტების შემოტანა. წამახალისებელი ღონისძიებები და ყველაზე მარტივი რეგულაციების დაცვა, რომელსაც ხშირად ვიმეორებთ. ყველას ეკეთოს პირბადე, ყველამ დაიცვას დისტანცია, ყველამ აარიდოს თავი ნებისმიერი მიზეზით დიდ შეკრებას. ხშირად დავიბანოთ ხელები, წავიდეთ და ავიცრათ.“
„12-დან 15 წლამდე ბავშვებში ადრე თუ გვქონდა სამედიცინო ჩვენებით აცრა, დღეს საუბარია, რომ მშობლების სურვილით და თანხმობით გაიხსნას ყველა ბავშვისთვის. დღეისთვის საქართველოში 12-დან 15 წლამდე სრულად აცრილია 106 ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.