სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
პენსიონრები, რომლებიც 1-ლ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ
პენსიონერი, რომელიც 1-ლ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საპენსიო დანამატი გაიცემა აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ.
„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას 1-ლ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.