სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
,,ეს იქნება მინიმალური წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ კოვიდიანი ხალხის საზოგადოებაში სიარული თავიდან ავირიდოთ''
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდ-პასპორტებისა და იმ აპლიკაციის შესახებ წერს, სადაც ავტომატურად იქნება სტატუსი ასახული ადამიანი კოვიდ-დადებითია თუ არა:
,,კარგი კოვიდ-პასპორტები არ გვინდა, ჩემთვის არაა გასაგები, მაგრამ გავატაროთ.
საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ჰქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული კოვიდ-დადებითია თუ არა, ამ აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი. ეს იქნება მინიმალური წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ კოვიდიანი ხალხის საზოგადოებაში სიარული თავიდან ავირიდოთ. იქნებ ეს მინიმალური მაინც მოვახერხოთ.
პ.ს. ჩვენი მეზობელი ქვეყნის თურქეთის მაგალითია, ახალი გამოგონებები არაა საჭირო!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.