Baby Bag

21 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსზე ტესტის პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

სკოლის წარმომადგენლის, ნათია ხაზარაძის თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არავის აქვს.


ამირან გამყრელიძე მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს:„განსაკუთრებით ახლა, როდესაც მობილობის სერიოზული ზრდა გვექნება ...
კორონავირუსზე მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება
,,კორონავირუსზე ​შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება'' - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე განაც...

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება 2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე. წ. სწრაფი ტესტით მოწმდებიან.

სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს არეგისტრირებს ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. სკოლები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით.

წაიკითხეთ სრულად