Baby Bag

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

,,გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა'' - აღნიშნულის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

როგორც მან ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდნენ:

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება“, - დაძინა ამირან გამყრელიძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას მიმართავს

თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას მიმართავს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას მიმართვას. 

მისი თქმით, პირველივე სიმპტომებისას აუცილებელია ტესტის გაკეთება, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ადამიანმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და მესამე - თუ ექიმი იტყვის, რომ პაციენტს აქვს დამძიმების ნიშნები, უნდა დაწვეს კლინიკაში. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: ,,იმედი''

წაიკითხეთ სრულად