Baby Bag

საბავშვო ბაგა-ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით არ იმუშავებს

საბავშვო ბაგა-ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით არ იმუშავებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით არ იმუშავებს. გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, რათა 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლოს.

თბილისში ამჟამად, 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

​ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება

​ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება

„​ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება“ - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება. ამ ეტაპზე სკოლები იხსნება 15 თებერვლიდან. ეპიდემიოლოგიური ვითარების ანაბაა, როდესაც დამატებითი მობილობა იქმნება სადღაც, არ შეიძლება ყველაფერი ერთად გაიხსნას. რა თქმა უნდა, ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვუყურებთ იმას, თუ რომელი სეგმენტია ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი. სკოლები უფრო მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები. ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან ​განახლდება.

წაიკითხეთ სრულად