Baby Bag

მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ნანგრევებში იყო

თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ​ნანგრევებში იყო.

ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მიწისძვრიდან დაახლოებით 23 საათის შემდეგ ელიფის დედა, 10 წლის ტყუპები და 7 წლის ძმაც ცოცხალი ამოიყვანეს. პატარა ძმა გარდაიცვალა, დედა და ტყუპები კი საავადმყოფოში მკურნალობენ.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და 962 დაშავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ზღვაზე ისვენებთ - გაეცანით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართვას

თუ ზღვაზე ისვენებთ - გაეცანით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართვას

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ​ინფორმაციითგამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ რომ წყალში არ ჩავიდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები,“ - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად