Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სამედიცინო პირბადე ყველგან, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები''

,,სამედიცინო პირბადე ყველგან, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები''

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება!!!

და ამ დროს 3000 ,,ცრუ" ჯავშანი ვაქცინებზე!!! სრული საბოტაჟია ქვეყნის წინაშე და ვერ ვაცნობიერებთ!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი. 


წაიკითხეთ სრულად