Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ეს არის პირდაპირ ვაქცინაციის შედეგი...ამას თუ ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი, რა გითხრათ…''

,,ეს არის პირდაპირ ვაქცინაციის შედეგი...ამას თუ ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი, რა გითხრათ…''

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინამ შესაძლოა, 100%-ით ვერ დაგიცავთ ინფიცირებისგან, მაგრამ სიკვდილისგან ნამდვილად დაგიცავთ: 

,,ნახეთ პრაქტიკაში ვაქცინების შედეგი დიდ ბრიტანეთში (იდეალური არავინ არ არის).

წითლად არის მე-2 ტალღა და ნაცრისფერი მე-3 ტალღა..

განსხვავებას ხედავთ?! დიახ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის დრამატულად დაბალი მე-3 ტალღის დროს❗️რატომ? ეს არის პირდაპირ ვაქცინაციის შედეგი.

ამას თუ ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი, რა გითხრათ…

ვაქცინა შესაძლოა, 100%-ით ვერ დაგიცავთ ინფიცირებისგან, მაგრამ სიკვდილისგან ნამდვილად დაგიცავთ❗️

ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

წაიკითხეთ სრულად