„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
„რა თქმა უნდა, დამთავრდება ეს ყველაფერი. ამას იმიტომ ვამბობ ასე დაჯერებით და ერთადერთი იმედისმომცემი ამ სიტუაციაში ისაა, რომ“...
გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში აქტუალურ თემაზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის ჩანაწერს:
„დაახლოებით 20 ათასამდე ტესტირებულიდან ინფექცია დაუდასტურდა მაქსიმუმ 5%-ს ანუ ინფექციურობის მაჩვენებელია 5%. გერმანიაში ეს მაჩვენებელია 18,55%-ია.
მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს უკვე ჰქონდა კორონა, თითქმის ერთ მილიონ ადამიანს. ეს დადასტურებულად.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ათასი ახალინფიცირებულია და უახლესი მონაცემით ახალინფიცირებული 986 პაციენტია, გარდაცვალება რჩება მაღალი და განსაკუთრებით კი არასარისკო ჯგუფის და არაასაკოვნების გარდაცვალებაა მაღალი. ამ ყველაფრის მერე მიზეზის ძიება კი არა, ამაზე დისკუსიაც კი არაა.
გასული წლის აპრილიდან ვცდილობ როგორმე დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვას უნდა მართვა და ჰიგიენის შემოწმება, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ანალიზი, პრობლემების აღმოჩენა და აღმოფხვრა.
ვერ იქნება ვერაფრით აცრა და მხოლოდ აცრა ყველაფრის მიზეზიც და პრობლემის გადამწყვეტი - აცრა მხოლოდ ერთი ასპექტია.
გადამწყვეტია იმათი გამოცხადება პაციენტად, ვინც მართლა პაციენტია და მერე ამ პაციენტის მოვლა.
წელიწადნახევარია ამაზე დისკუსიაც კი არაა და არამარტო ვინმე ერთი ექიმის ნათქვამის გამო კი არა, თავად აწ წარსულმა ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, თუ სად იყო და არის სისტემური მიზეზი და მაინც რეაქცია ნულია.
ასეული მილიონები იყრება კი არა, ილექება კლინიკების და ლაბორატორიების შემოსავალგადაუხდელ ანგარიშებზე და შედეგი სახეზეა.
რა თქმა უნდა, დამთავრდება ეს ყველაფერი. ამას იმიტომ ვამბობ ასე დაჯერებით და ერთადერთი იმედისმომცემი ამ სიტუაციაში ისაა, რომ მოსახლეობის 30% უკვე ვირუსგადატანილია და გამოჯანმრთელებულია,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.