„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
„ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს,“ - ვლადიმერ ზელენსკის მეუღლე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მეუღლემ ოლენა ზელენსკამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და მსოფლიოს მისი ნახვისკენ მოუწოდა:
„ასე გამოიყურება უკრაინა ახლა. ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს. ჩვენ ომში ვართ. პუტინის თავდასხმის გამო უკრიანელ მშობლებს შვილების ყოველ ღამით სარდაფში წაყვანა და სახლების კედლებიდან მტერთან ბრძოლა უწევთ. უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანაა. ჩვენ ომს ვეწინააღმდეგებით და არ განგვიხორციელებია თავდასხმა პირველებს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. მივმართავ მსოფლიოს, შეხედეთ: ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის თქვენს ქვეყნებშიც,“ - წერს ოლენა ზელენსკა.