„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
,,კოვიდმოხდილი ადამიანები შეიძლება, თავიდან არ დაავადნენ, მაგრამ ვირუსის გავრცელებას შეუწყონ ხელი''
,,კოვიდმოხდილი ადამიანები შეიძლება, თავიდან არ დაავადნენ, მაგრამ ვირუსის გავრცელებას შეუწყონ ხელი. ამიტომ მათ აუცილებლად უნდა დაიცვან წესები - ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია, სხვებს უნდა გაუფრთხილდნენ,'' - აღნიშნულის შესახებ ექიმმა რეზიდენტმა გიორგი ღოღობერიძემ ,,იმედის დღის'' ეთერში განაცხადა.