აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? - ასეთი სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული აქვეყნებს. მის ნათქვემს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.
და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ღვედი? სიცოცხლე ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, ხომ ასეა? ვინმეს ვკლავ ან ვაზიანებ ღვედის არგაკეთებით საკუთარი თავის გარდა? რატომ არის ეს უკულტურობა, კანონის დარღვევა და რატომ უნდა დავჯარიმდე?
რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას?
პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.
ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.
ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკა სავსე იყო ტიპებით, რომლებიც ღვედების კანონის შემოღებისათვის ამერიკას საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ; გუბერნატორებს რომლებმაც სავალდებულო გახადეს მანქანაში ღვედის გაკეთება, ჰიტლერს ადარებდნენ და გულამოსკვნილები ქადაგებდნენ ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევაზე.
ასე რომ, ეს ყველაფერი არახალია, ძველია. გადახედეთ ისტორიას, ცოტა იფიქრეთ, პარალელები გაატარეთ და მიხვდებით ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
„იტალიის სამედიცინო საზოგადოება გაოგნებულია ამ ფაქტით - არც ერთი მომვლელი ემიგრანტი ქალბატონი არ დასნებოვნებულა Covid-19-ით“
„ერთი ინფორმაცია და მოსაზრება უნდა მოგაწოდოთ, რომელიც ძალიან ყურადსაღები და დასაფიქრებელია.... საქმე იმაშია, რომ უამრავი ჩვენი თანამემამულე ემიგრანტი ევროპაში (ამ შემთხვევაში იტალია, ესპანეთს ვესაუბრები და იქიდან მაქვს ეს ინფორმაცია) მუშაობს ოჯახებში და უვლის ხანდაზმული ასაკის ხალხს, მათ შორის, ძალიან ბევრი მოხუცი (იტალია გამოირჩევა ძალიან ხანდაზმულ ადამიანთა სიმრავლით ევროპაში, რომელთაგან უმეტესობას კომორბიდული ფონი აქვთ) გარდაიცვალა COVID-19-ით, თუმცა არც ერთი მომვლელი, ემიგრანტი ქალბატონი, რომელთა ასაკი მერყეობს ძირითადად 40-დან 65 წლამდე არ დასნებოვნებულა კორონავირუსული ინფექციით, ან გადაიტანა ინფექცია შედარებით იოლ ფორმებში, სეზონური გრიპის კლინიკით მაშინ, როცა ამ ასაკის ძალიან ბევრი მედიკოსი, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, მყისიერად დაინფიცირდა... თქვენ იცით ვინმე ინფიცირებული ჩვენი თანამემამულე??? იტალიის სამედიცინო საზოგადოება თვითონ გაოგნებულია ამ ფაქტით!!! ჯერჯერობით ამის შესწავლის დრო არ არის!!! მტერია დასამარცხებელი, ვერაგი მტერი!!! COVID-19-ის პანდემიის ჩათავების შემდეგ უამრავი საკითხი, თემა იქნება შესასწავლი, რასაც ეს, ჯერჯერობით შეუცნობელი ვირუსი დაუტოვებს მეცნიერებს!!! უამრავი კვლევები ჩატარდება!!! ძალიან მნიშვნელოვანი შრომები, მეტანალიზით გამყარებული სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდება საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჟურნალებში, დისერტაციები, მონოგრაფიები....მაგრამ მანამდე, ჰიპოთეზის დონეზე დღეს, ევროპაში ბევრი მეცნიერი თვლის,რომ ეს ფაქტი უკავშირდება საბჭოთა პერიოდში მასობრივი ვაქცინაციის ჩატარებას და განსაკუთრებით ფიქრობენ-ბცჟ -ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაზე (მაშინ, როცა არც ევროპაში და არც ამერიკაში ეს ვაქცინაცია არ ტარდებოდა და კიცხავდნენ კიდეც СССР-ს საყოველთაო აცრების გამო, ფაქტია, რომ ეს ყველა ქალბატონი ბცჟ-თი ვაქცინირებულია). შეიძლება, კიდევ სხვა მიზეზი არსებობს, ჯერ შესასწავლია, მაგრამ უდაოდ საინტერესოა, ძალიან საინტერესო... ჩავაგდებ ოფიციალური დონის სტატიასაც, სადაც გაჟღერებულია ეს აზრიც, ფაქტია, რომ ევროპაში მეცნიერები დაინტერესებულები არიან ამ საკითხით...“
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს. შეგახსენებთ, რომ იტალიაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 969 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში Covid-19-ით 9 134 ადამიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი ამ დროისათვის 86 ათასს აჭარბებს.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“