ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
„შესთავაზეთ არაცრილებს და ოფიციალურად კორონაარგადატანილებს ანტისხეულების ტესტი, ჩინეთი უკვე აღიარებს ანტისხეულის ტესტს სრული იმუნიზაციის დასტურად“
„იმის მაგივრად, რომ ერთიმეორეს ბნელები, მარგინალები, ტვინდაჩიპულები თუ სხვა კიდე ბევრი „საუკეთესო“ სახელი უწოდოთ და ამით გაახაროთ ყველა მართლა ბნელი და მტერი, შესთავაზეთ არაცრილებს და ოფიციალურად კორონაარგადატანილებს ანტისხეულების ტესტი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს.
„ჩინეთი უკვე აღიარებს ანტისხეულის ტესტს სრული იმუნიზაციის დასტურად.ეს ის ჩინეთია, რომელიც კორონას ახალი 100 შემთხვევისას მილიონიან ქალაქებს კეტავს.ეს ის ჩინეთია, სადაც დაიწყო კორონა და აქვს კორონაგადატანილებთან ყველაზე დიდი გამოცდილება. რაღაცა მაინც გააკეთეთ. ინტენსიურის ექიმებმა წვერი გაიპარსეთ, ხელისუფალმა ანტისხეულების ტესტი მაინც შესთავაზეთ აუცრელებს და მედიასივრცემ დაიწყეთ ბოლოს და ბოლოს სპეციალისტებთან დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა იმართოს ზოგადად ინფექციური ავადმყოფი.
რაღაცა საწინაო და დადებითი, ერთმანეთის არშემჭმელი და არმავნებელი ერთი რამ მაინც გააკეთეთ“, - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.