Baby Bag

„შეხედეთ, როგორ უვლიან თავის ასაკიან მოქალაქეებს! ჰუმანურობა განსაზღვრავს საზოგადოებას,“ - გიორგი ფხაკაძე

„შეხედეთ, როგორ უვლიან თავის ასაკიან მოქალაქეებს!  ჰუმანურობა განსაზღვრავს საზოგადოებას,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საფრანგეთში მოხუცთა სახლში ასაკოვანი ადამიანებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ზრუნვისა და ყურადღების შესახებ საუბრობს:

„როგორ შეიძლება, შეაფასო საზოგადოება?!

შეხედეთ, როგორ უვლიან თავის ასაკიან მოქალაქეებს!

ამჟამად ვარ პარიზის გარეუბანში სახელმწიფო მოხუცთა სახლში… სისუფთავე, კომფორტი, სასწაული გარემო, სასიამოვნო სურნელი და, რა თქმა უნდა, სადილი ისეთი დონის, როგორც ნებისმიერ ფრანგულ რესტორანში (სურათში ნახეთ დესერტი). სიყვარული იგრძნობა ყველა დეტალში … ამჟამად ვსადილობთ მეგობრებთან ერთად …

მე მინდა ისეთი საქართველო, სადაც ყველა არის დაცული, მოვლილი და არავინ არის დარჩენილი „ნავის გარეთ”!

ჰუმანურობა განსაზღვრავს საზოგადოებას…

ისე ყველა თანამშრომელი, მომწოდებელი, მაცხოვრებელი და ყველა სტუმარი არის აცრილი - 100% …. დიახ, უსაფრთხოება არის უმთავრესი და ცხოვრება მიდის წინ…“ - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

თოვლით დაფარული ზღვის ნაპირი - უჩვეულო ამინდი ბათუმში (ვიდეო)

ზღვა, თოვლი და თოლიები - ბათუმში უჩვეულო ამინდია, ზღვის ნაპირი თოვლითაა დაფარული. 

ვიდეოს ავტორი მარიამ სირაძეა. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


წაიკითხეთ სრულად