უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„ხშირად გვსმენია: „არ აიყვანო ხელში ჩვილი, რადგან შეიძლება ხელში ყოფნით გაფუჭდეს...“ პირიქით, ამ პერიოდში აუცილებელია დედის ტაქტილური შეხება,“- ფსიქოკონსულტანტი თაკო ნავერიანი
ფსიქოკონსულტანტმა თაკო ნავერიანმა მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მიჯაჭვულობას საფუძველი ეყრება 1-დან 2 წლამდე. ეს განსაკუთრებული პერიოდია. ხშირად გვსმენია: „არ აიყვანო ხელში ჩვილი, რადგან შეიძლება ხელში ყოფნით გაფუჭდეს.“ პირიქით, ამ პერიოდში აუცილებელია დედის ტაქტილური შეხება, ემოციური კავშირი, მზერა. აი, აქ ეყრება საფუძველი სანდო და უსაფრთხო მიჯაჭვულობას. როდესაც ჩვილს აქვს დედის ან აღმზრდელის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება, ემოციური კავშირი, ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი.
მნიშვნელოვანია, როდესაც მყისიერად სრულდება ბავშვის მოთხოვნილება. ბავშვი რომ ტირის, უნდა მივიდე და მივხვდე, რა საჭიროება აქვს. მისი მოთხოვნილების გადადება არ შეიძლება. მშობლები ხშირად ღელავენ: „ბავშვს ჩვენთან ძინავს.“ ბავშვმა უნდა იგრძნოს მშობლის ემოციური კავშირი და ჩახუტება გარკვეულ ასაკამდე. ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. 4 წლამდეც აუცილებელია, რომ ბავშვმა იგრძნოს ეს. შემდეგაუცილებლად უნდა მოხდეს პოზიტიური კუთხით ბავშვის ოთახის შერჩევა, ცალკე კუთხის გამოყოფა.
როდესაც მოზარდები ცდილობენ მშობლებთან დაძინებას, ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი. 10-12 წლის ბავშვისთვის უკვე მიუღებელია ეს. მას მშობლებთან არ უნდა ეძინოს და ცალკე უნდა ჰქონდეს გამოყოფილი კუთხე,“ -მოცემულ საკითხზე თაკო ნავერიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.