Baby Bag

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა
უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.

პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას. 

„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.

საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.

აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კვებე შენი რძით...“ - მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე ლაქტაციის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა

„კვებე შენი რძით...“ - მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე ლაქტაციის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა

ცნობილი ტელეწამყვანი და მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე ლაქტაციის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა. მან ინსტაგრამზე ძუძუთი კვების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა ჰეშთეგით #კვებეშენირძით.

ალექსანდრა პაიჭაძე ცოტა ხნის წინ დედა გახდა. ცნობილ მოდელსა და დავით კოდუას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ვიქტორია დაარქვეს. პატარა ვიქტორია ბუნებრივ კვებაზე იმყოფება. 




წაიკითხეთ სრულად