,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ხშირად ამბობენ: „წარბს რომ ავუწევ ჩემს შვილს, მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს.“ ეს ძალიან ცუდია,“ - ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლის ბავშვთან ურთიერთობისა და სწორი აღზრდის საკითხებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობელს შვილის გრძნობის ამოცნობა უნდა შეეძლოს:
„ხშირად ამბობენ: „წარბს რომ ავუწევ ჩემს შვილს, მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს.“ ეს ძალიან ცუდია. ბავშვი რომ წარბს აწევს და შენ, მშობელი თუ მიხვდები, რა უნდა გააკეთო, ეს უკეთესია. ეს ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია ბავშვის გრძნობა ამოიცნო. წლის და რვა თვის ასაკამდე ყოველთვის შენ უნდა ამოიცნო ბავშვის გრძნობა.“
ნანა ჩაჩუას თქმით, მშობელი, რომელსაც არ ესმის შვილის, ვერ იქნება ბავშვისთვის ავტორიტეტი:
„ბავშვი ტირის, დაეცა, ეტკინა რამე. თუ ეუბნები: „გაიზრდები და დაგავიწყდება,“ ე.ი. არ გესმის მისი და ვერასდროს იქნები ის ავტორიტეტი, რაც უნდა იყო. თუ მიხვდი, რომ ბავშვს ეტკინა, დაცემულთან დაიხრები, ფიზიკურადაც მის დონეზე ეცდები ყოფნას და ეტყვი: „გეტკინა ხომ?“ აი, შენი ავტორიტეტი!შენ მისი განცდა ამოიცანი.“
„ზოგჯერ დედები იმდენად სცოდავენ, ღამის ცხოვრებით მცხოვრები ახალგაზრდა დედები, რომლებიც ძირითადად არიან ინტერნეტში. დედობის ინსტინქტი ვერ ძლევს ამ ცდუნებას, რადგან ინტერნეტდამოკიდებულებაც ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა. ნუ ვეტყვით საკუთარ თავს საკუთარ ბედნიერებაზე უარს, ამას ნუ ჩავახშობთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „დილა მაესტროზე“ ისაუბრა.