,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მითია, რომ თუ პატარას ჭიპის გარშემო ტკივილი აქვს, ჭიები ჰყავს?
მითია, რომ თუ პატარას ჭიპის გარშემო ტკივილი აქვს, ჭიები ჰყავს? - აღნიშნულ თემაზე პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ექიმი პარაზიტოლოგი, მედიცინის დოქტორი ირმა კოკაია საუბრობს.
მისი თქმით, ჭიპის ირგვლი ლოკალიზებული პერიოდული ხასიათის მუცლის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის ნაწლავური ჰელმინთოზების, მაგრამ არა ყოველთვის:
„ჭიპის გარშემო ტკივილის მიზეზები გარდა ჭიებისა, შეიძლება სხვაც იყოს. თუმცა განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, ჭიპის ირგვლის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის ჰელმინთოზები. თუ ამას აქვს ინტენსიური ხასიათის ტკივილი და თან ახლავს სხვა სიმპტომატიკაც, სჯობს, მშობელმა სპეციალისტს მიმართოს. ჭია არ არის მხოლოდ ერთი სახეობა, შესაბამისად, ის სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც თვითნებურად იყენებენ, არ არის რეკომენდებული. ყველა ანტიჰელმინთური საშუალება, რომელსაც ვიყენებთ, მეტ-ნაკლებად ტოქსიკურია. აქედან გამომდინარე, მათი თვითნებურად, ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე მიღება, არ შეიძლება. რაც შეეხება ხალხურ საშუალებებს, ძირითადად, იყენებენ ნიორს და გოგრის თესლს. გოგრის თესლით ორგანიზმს ზიანი არ მიადგება და შეიძლება მისი გამოყენება, თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემა არა აქვს. თუმცა რომელ პარაზიტს ებრძვის და რა დოზებით უნდა მივიღოთ, ამის შესახებ კვლევები არ არსებობს. მისი ეფექტიანობა დამტკიცებული არ არის, ხოლო, როცა ბავშვს შემაწუხებელი მუცლის ტკივილი აქვს, მხოლოდ გოგრის თესლის იმედად არ უნდა ვიყოთ,“ - დასძინა მარი კოკაიამ.