,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
უსაფრთხოა თუ არა წელს ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება? - რას პასუხობს პედიატრი თემურ მიქელაძე
უსაფრთხოა თუ არა წელს ბავშვებისთვის ზღვაზე დასვენება? - აღნიშნულ საკითხზე პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობს.
,,ჩვენ ვეყრდნობით იმ მონაცემებს, რასაც სახელმწიფო გვაწვდის. ამჟამად ზღვის წყალი არის სუფთა და შეიძლება ბანაობა. ახლა ასეთი ინფორმაცია გვაქვს. თუმცა ზღვის წყალზე ინფორმაცია სულ ახლდება და ამას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება.
პედიატრები მოვუწოდებთ ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ ზღვის სანაპიროზე. კატეგორიულად ვამბობ, რომ სანაპიროზე არსებული სიმინდი, თხილეული, მალფუჭებადი პროდუქტები არ მიიღონ ბავშვებმა. ასევე ხშირად მინახავს, საფენებით მოფენილი სანაპირო. მშობლებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, არ დავაბინძუროთ გარემო, რათა თავიდან ავიცილოთ სეზონური ინფექციები,'' - აღნიშნა პედიატრმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.