,,რატომ მატულობს ასაკთან ერთად B12-ის დეფიციტი? პირველი - B12-ს ძირითად ცხოველური პროდუქტებიდან ვიღებთ (თევზი, ზღვის პროდუქტები) და მცირე რაოდენობით კვერცხიდან. გამომდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებებიდან, რომელიც ასაკს ახლავს თან, როგორიცაა პირის ღრუს მდგომარეობა და ა.შ. ნაკლებად ღებულობენ ცხოველურ საკვებს და მეორე, კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა. ჩვენ 5 წლის მარაგი გვაქვს, 3-5 წლის განმავლობაში რომ არ მივიღოთ ბ12 შესაძლოა დეფიციტი არც გამოვლინდეს, მაგრამ მოგეხსენებათ ასაკში ხანგრძლივი დროით იღებენ კუჭის სიმჟავის დასაქვეითებელ პრეპარატებს, რაც ხელს უშლის B12-ის შეწოვას. გარდა ამისა, ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საფაღარათო საშუალებებს ღებულობენ, რაც ასევე ხდება რკინადეფიციტური ანემიის და B12-ის განვითარების მიზეზი.''
ძალიან ხშირად ვიტამინ B12-ის დეფიციტი ვითარდება ნელ-ნელა და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ასაკთან. ასაკი არ არის ის პრობლემა, რომელსაც შესაძლოა ყველაფერი დავაბრალოთ:
,,ვიტამინ B12-ის სიმპტომატიკა: ენის წვერის წვა, დვრილების ატროფია, გემოს ვეღარ გრძნობენ, შემდეგ ემატება გლოსიტი, კუჭის სიმჟავე ქვეითდება. პაციენტებს აქვთ ხელებზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, სახის შეშუპება, ჰაერის უკმარისობა, ყაბზობა, ფაღარათი, მენტალური პრობლემები (პაციენტი ვერ ერკვევა დროში და გარემოში, აქვთ ჰალუცინაციები). რაც შეეხება ზოგად ჩივილებს, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა - ეს ყველა სხვა ანემიისთვისაცაა დამახასიათებელი, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, შედარებით განსხვავებულია, რაც B12-ის დეფიციტის ამოცნობაში დაგვეხმარება,'' -