თუთამ, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა, ლეიკემია დაამარცხა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში თუთას დედა ნატუკა ბერიშვილი წერს:
„ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ. თუთამ დაასულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა. სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწად-ნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება. არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები! თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია. მადლობა რომ გვერდში გვედექით, მადლობა რომ დღემდე გვერდში გვყავხართ!“ - აღნიშნავს ნატუკა ბერიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თუთას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი წელიწად-ნახევრის წინ დაუსვეს. თუთამ მკურნალობის კურსი გერმანიაში გაიარა და როგორც ირკვევა ლეიკემია საბოლოოდ დაამარცხა.
არ დაგავიწყდეთ !!!
Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)