ვინ არის კორონავირუსის მაღალი და საშუალო რისკის ქვეშ, - ამ თემაზე სოციალურ ქსელში ექიმი რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
თქვენ შეიძლება კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ:
1. ჩაგიტარდათ ორგანოს გადანერგვის ოპერაცია.
2. იტარებთ ქიმიოთერაპიის, იმუნოთერაპიის ან რადიოთერაპიის ინტენსიურ კურსს.
3. მათ, ვისაც აღენიშნებათ სისხლის ან ძვლის ტვინის კიბო (მაგალითად, ლეიკემია, ლიმფომა ან მიელომა)
4. 6 თვის განმავლობაში ჩაგიტარდათ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ან კვლავ იღებთ იმუნოდეპრესანტულ მედიკამენტს.
5. ფილტვის მძიმე დაავადების დროს (მაგალითად, კისტოზური ფიბროზი, ან სხვა მწვავე დაავადება)
6. იღებთ მედიკამენტებს, რის შედეგადაც ინფექციების ალბათობა გაცილებით მეტია (მაგალითად, სტეროიდების მაღალი დოზები ან იმუნოდეპრესანტული მედიკამენტები)
7. გულის სერიოზული დაავადებების დროს (მძიმე მანკები)
8. დაუნის სინდრომის მქონე მოზრდილები, რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა და უტარდებათ დიალიზი.
საშუალო რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები:
1. 70 წლის ან უფროსი ასაკის პირები, რომლებსაც აქვთ ფილტვის დაავადება (როგორებიცაა: ასთმა, COPD, ემფიზემა ან ბრონქიტი).
2. გულის დაავადების მქონე პირები (მაგალითად, გულის უკმარისობა).
3. დიაბეტით დაავადებულები.
4. თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის მქონე პირები.
5. ღვიძლის დაავადებების მქონე პირები (მაგალითად, ჰეპატიტი).
6. პარკინსონის დაავადების მქონე პირები.
7. გაფანტული სკლეროზის მქონე პირები.
8. ცერებრულიი დამბლის მქონე პირები.
9. ორსულები.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი იწვევს მუცლის მოშლას ან გავლენას ახდენს ორსულობის დროს თქვენი ბავშვის განვითარებაზე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„არ ველი, რომ უფრო ძლიერი იქნება ეს ტალღა, ვიდრე შარშან გვქონდა, რადგან პოპულაციაში უკვე არის გარკვეული დაცვა,“ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ კორონავირუსის ახალი ტალღის სავარაუდო სიმძაფრეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ისეთი ძლიერი ტალღის მოლოდინში არ არის, როგორიც შარშან გვქონდა:
„ჩვენი მოსახლეობის ნაწილი უკვე დაცულია. ზოგი ბუნებრივი, ზოგი ვაქცინაციის გზით. საუბრობენ, რომ იმაზე უფრო ძლიერი ტალღა იქნება, ვიდრე შარშან ამ დროს. ამის საწინააღმდეგოდ მინდა ვთქვა, რომ რადგან პოპულაციაში უკვე არის გარკვეული დაცვა, არ ველით, რომ უფრო ძლიერი იქნება ეს ტალღა.“
გიორგი კამკამიძის თქმით, ყველაზე მთავარია, რომ ექიმებმა მოსახლეობას სწორი და გულწრფელი ინფორმაცია მიაწოდონ:
„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის სწორი და გულწრფელი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მოსახლეობისთვის. იმდენი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროდან, რომ, სამწუხაროდ, ამის შემდეგ ძალიან ძნელია ენდო. არის სანდო წყაროები და არიან სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ნდობა მოსახლეობის. ინიციატივა, რეგიონებში ხელმისაწვდომობის გააქტიურებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია.“
„ბევრი უბრალოდ ვერ ახერხებს ვერც დარეგისტრირებას, ვერც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლას. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალი ასაკის მოსახლეობას. ჩვენ ვაქცინაცია უნდა მივიტანოთ მათ კარამდე. ეს არის ზუსტად ის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს ამუშავდა. ეს ნამდვილად მისასალმებელია. მნიშვნელოვანია სიკვდილიანობის ანალიზი. იმის გაგება, თუ რა ფაქტორები მუშაობს და მათ გამოსწორებაზე ორიენტირება იქნება მთავარი, თუ გვინდა, რომ სიკვდილიანობა როგორმე დავწიოთ“ – აღნიშნულ საკითხზე გიორგი კამკამიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.