ვინ არის კორონავირუსის მაღალი და საშუალო რისკის ქვეშ, - ამ თემაზე სოციალურ ქსელში ექიმი რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
თქვენ შეიძლება კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუ:
1. ჩაგიტარდათ ორგანოს გადანერგვის ოპერაცია.
2. იტარებთ ქიმიოთერაპიის, იმუნოთერაპიის ან რადიოთერაპიის ინტენსიურ კურსს.
3. მათ, ვისაც აღენიშნებათ სისხლის ან ძვლის ტვინის კიბო (მაგალითად, ლეიკემია, ლიმფომა ან მიელომა)
4. 6 თვის განმავლობაში ჩაგიტარდათ ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ან კვლავ იღებთ იმუნოდეპრესანტულ მედიკამენტს.
5. ფილტვის მძიმე დაავადების დროს (მაგალითად, კისტოზური ფიბროზი, ან სხვა მწვავე დაავადება)
6. იღებთ მედიკამენტებს, რის შედეგადაც ინფექციების ალბათობა გაცილებით მეტია (მაგალითად, სტეროიდების მაღალი დოზები ან იმუნოდეპრესანტული მედიკამენტები)
7. გულის სერიოზული დაავადებების დროს (მძიმე მანკები)
8. დაუნის სინდრომის მქონე მოზრდილები, რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა და უტარდებათ დიალიზი.
საშუალო რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები:
1. 70 წლის ან უფროსი ასაკის პირები, რომლებსაც აქვთ ფილტვის დაავადება (როგორებიცაა: ასთმა, COPD, ემფიზემა ან ბრონქიტი).
2. გულის დაავადების მქონე პირები (მაგალითად, გულის უკმარისობა).
3. დიაბეტით დაავადებულები.
4. თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის მქონე პირები.
5. ღვიძლის დაავადებების მქონე პირები (მაგალითად, ჰეპატიტი).
6. პარკინსონის დაავადების მქონე პირები.
7. გაფანტული სკლეროზის მქონე პირები.
8. ცერებრულიი დამბლის მქონე პირები.
9. ორსულები.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი იწვევს მუცლის მოშლას ან გავლენას ახდენს ორსულობის დროს თქვენი ბავშვის განვითარებაზე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სინოფარმი/სინოვაკის აცრიდან 28 დღის გასვლის შემდეგ გაქვთ უფლება დაიმატოთ ფაიზერის ორივე დოზა,“ - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ბუსტერ დოზების დამატების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბუსტერ დოზები მხოლოდ ფაიზერის ვაქცინის შემთხვევაშია დაშვებული:
„ბუსტერული დოზა მხოლოდ ფაიზერს დაემატება. ეს იქნება რისკ-ჯგუფებისა და 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. სხვა არცერთ ვაქცინას მწარმოებელი არ უწერს,რომ სჭირდება ბუსტერული დოზა. ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუ რომელიმე ქვეყანაში წასვლა გავალდებულებთ, გაქვთ უფლება ბოლო სინოფარმი/სინოვაკის აცრიდან 28 დღის გასვლის შემდეგ დაიმატოთ ფაიზერის ორივე დოზა. ეს ხდება მიზნობრიობის დოკუმენტის წარდგენით.“
ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ანტივირუსული პრეპარატი ვაქცინას ვერ ჩაანაცვლებს:
„რასაკვირველია, პრეპარატი ვერ შეცვლის ვაქცინას. ერთი არის პრევენციისთვის, მეორე - მკურნალობისთვის. ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი დაცვა. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ონკოლოგიური დაავადება, რომლებსაც აქვთ მაღალი ასაკი ვაქცინაციის მიუხედავად არ უყალიბდებათ მყარი იმუნური პასუხი, ამიტომ მათში არის სწორედ ვაქცინირებულებს შორის გარდაცვალების პროცენტი. იმ ადამიანებისთვის იქნება სწორედ მსგავსი ტიპის პრეპარატები მნიშვნელოვანი.“
„ადამიანებს, რომლებსაც მიუხედავად ვაქცინაციისა დაუდასტურდებათ კოვიდი და აქვთ ქრონიკული თანმხლები დაავადებები ან ასაკი, პირველ ორ-სამ დღეში მიეცემათ ეს პრეპარატი, რომელიც არის ტაბლეტირებული,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.