ბოლო დროს იმატა დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვმა. ნიშნები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ბავშვს შაქრიანი დიაბეტი აქვს, როგორ უნდა ავარიდოთ ეს დაავადება პატარას? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი-ენდოკრინოლოგი მარიამ ფხალაძე.
- ქალბატონო მარიამ, თქვენი აზრით, რას უკავშირდება, ბოლო პერიოდში დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვის ზრდა?
- ბევრი ფაქტორი არსებობს. ბავშვთა ასაკში, ზოგადად, არის ავტოიმუნური ტიპის დიაბეტი, ამის გარდა, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური, კვებითი ფაქტორები, რაც ხელს უწყობს დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდას. რაც შეეხება ვირუსებს, ისინი არ იწვევს დიაბეტის გამოვლენას, უბრალოდ მრავლობითი ვირუსული ინფექციების ფონზე ხდება პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის დაჩქარება.
- რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ არ გამოეპაროს დიაბეტის კლინიკური ნიშნები?
- მშობელმა აუცილებელია, ყურადღება მიაქციოს: გაძლიერებულ წყურვილს, შარდვას და წონის კლებას.
- შაქრიანი დიაბეტი არის თუ არა გენეტიკური დაავადება? რომელი ხაზით გადადის, დედის თუ მამის?
- გენეტიკურად ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, დიაბეტის სხვადასხვა ტიპი არსებობს, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში 90%-ით შესაძლებელია, ხოლო პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში ძალიან მცირე, 20-25% შეიძლება იყოს. ბავშვთა ასაკში ძირითადად, პირველი ტიპია გავრცელებული და ამ შემთხვევაში, როდესაც არის ინსულინდამოკიდებული, ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტი ნაკლებად არის გენეტიკურად განწყობილი. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, რომ გენეტიკა დატვირთული აქვთ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით.
- ვიცით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. რა დოზით უნდა მივცეთ ტკბილეული ბავშვებს, საერთოდ უნდა ამოვიღოთ თუ არა კვების რაციონიდან?
- მინიმალური დოზით შესაძლებელია, მივაღებინოთ ჯანსაღი ტკბილეული, როგორიცაა შავი შოკოლადი და კვირაში ერთხელ ან ორჯერ კვების რაციონში ტკბილეული ჩავურთოთ, მაგალითად, ჩირის სახით. ზოგადად, ჯანმრთელობისთვის საზიანოა ტკბილი გაზიანი სასმელები, სწრაფი კვების ობიექტებიდან მიღებული არაჯანსაღი საკვები, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, საზიანოა დიდი დოზით მიღებული ნამცხვრები, ტორტები, შოკოლადები და ა.შ.
- რამდენად ხშირია სტრესული ფაქტორით გამოწვეული დიაბეტი ბავშვებში?
- შესაძლებელია, სტრესმა მოახდინოს პროვოცირება და გამოვლენის დაჩქარება, მაგრამ დიაბეტის განვითარება, იმის გამო, რომ ბავშვმა გადაიტანა სტრესი, ეს პრაქტიკულად არ ხდება. როგორც უკვე ვთქვი, სტრესი უბრალოდ აჩქარებს.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ორსულებს დღისით 1 საათი მაინც უნდა ეძინოთ - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ორსულობის პერიოდში ძილზე
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგისრეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ძილის მნიშვნელობაზე ორსულობის პერიოდში.
ძილი აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას რეკომენდებულია 9-10 საათი ძილი. ამ დროს უნდა გამოვაკლოთ 1 საათი დღის ძილისთვის. დაძინება და გაღვიძება უმჯობესია ერთსა და იმავე დროს. აუცილებელია, ძილისთვის კომფორტული პერანგის ჩაცმა, ასევე უმჯობესია, შეიძინოთ სპეციალური ბალიში ორსულებისთვის. ძილის დროს ოთახში ჰაერის ტენიანობა 50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. კარგი ძილისთვის აუცილებელია კოფეინზე უარის თქმა. ბოლო კვება უნდა მიიღოთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, საკვები უნდა იყოს ადვილად მოსანელებელი.
რატომ არის ძილი ასეთი მნიშვნელოვანი?
ძილი აუცილებელია ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ფუნქციისთვის, ენერგიისა და ძალების მოსაკრებად, ასევე ტვინს ეძლევა საშუალება დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად. საკმარისი ძილის გარეშე შეუძლებელია საღად აზროვნება, სწრაფი რეაგირება, კონცენტრირება და ემოციების კონტროლი.
რა იწვევს ძილიანობას ორსულობის დროს?
ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრში უფრო დაღლილად გრძნობთ თავს. პირველ ტრიმესტრში იზრდება სისხლის მოცულობა და პროგესტერონის დონე. ამან შეიძლება, გამოიწვიოს ძილიანობა. მესამე ტრიმესტრში კილოგრამების მატება და ემოციური ფონი მოსალოდნელ მშობიარობასთან დაკავშირებით იწვევს დაღლილობას და ასევე ძილიანობის სურვილს. ამ ყველაფერს ემატება ჰორმონალური და ფიზიოლოგიური ცვლილებები თქვენს ორგანიზმში, ამიტომ შესაძლოა, ღამის ძილი არ იყოს მშვიდი.
რა პოზაში შეიძლება დაიძინოს ორსულმა?
ბევრ ქალს აინტერესებს შეიძლება თუ არა, მუცელზე წოლა პირველ ტრიმესტრში? ორსულობის 11-12 კვირამდე შესაძლებელია მუცელზე წოლა, თუმცა უკვე ამ ვადიდან მოყოლებული საშვილოსნო იზრდება და ამოდის ზემოთ, ამიტომ 11-12 კვ. ვადაზე უკვე არ არის რეკომენდებული მუცელზე წოლა.
პირველი ტრიმესტრის დასაწყისი ერთადერთი დროა, როცა ქალს თავისუფლად შეუძლია ზურგზე წოლა. 15-16 კვირიდან უკვე საშვილოსნო აწვება ქვემო ღრუ ვენას, ეს კი უარყოფითად აისახება დედისა და ბავშვის მდგომარეობაზე.
მეორე ტრიმესტრი უფრო კომფორტული პერიოდია ორსულისთვის. ორსული იკრებს ძალებს, მეტად კომფორტულად სძინავს. ამ ვადებზე უმჯობესია ორსულს ეძინოს გვერდზე, უპირატესად მარცხენა მხარეს.
მესამე ტრიმესტრშიც რეკომენდირებულია ორსულის გვერდზე წოლა, სპეციალური ბალიშის გამოყენებით.
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გვაწუხებს უძილობა?
ბევრ ორსულს აწუხებს უძილობა. ძირითადად, ძილი მოდის დღის პირველ ნახევარზე. ღამის ძილის ხარისხი კი ქვეითდება. ორსულს უჭირს ჩაძინება, ან ხშირად ეღვიძება ან ორივე პროცესი ერთდროულადაა და საბოლოო ჯამში მივდივართ უძილობამდე. მიუხედავად ამისა, უძილობა არ ახდენს გავლენას თქვენს ნაყოფზე.
რა მიზეზები იწვევს უძლობას?
ინსომნიის ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა:
ხშირი შარდვა
გულის რევის შეგრძნება ან ღებინება
ზურგის ტკივილი
სარძევე ჯირკვლების ტკივილი
დისკომფორტი მუცლის არეში
ფეხების დაბუჟება
ქოშინი
გულძმარვა
სტრესი
როგორ ვებრძოლოთ უძილობას?
დასაწყისისთვის შეარჩიეთ ერთი და იგივე დრო დაძინებისთვის. მოერიდეთ ეკრანს დაძინებამდე 1 საათით ადრე. ტელევიზორის, მობილურისა და პლანშეტის შუქი არღვევს თქვენს ცირკადულ რითმს. უმჯობესია, წაიკითხოთ წიგნი.
დამამშვიდებელი ეფექტი აქვს აბაზანაში ჩაწოლას. თუმცა უნდა იყოთ ფრთხილად, რომ წყალი არ იყოს ცხელი და არ შეუქმნას საფრთხე თქვენს ნაყოფს ორსულობის ადრეულ ვადებზე.
ასევე ვარჯიშს შეუძლია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს თქვენს ძილზე. ეცადეთ, იყოთ აქტიური დღის განმავლობაში, რომ ღამე მშვიდად დაგეძინოთ.
იმ შემთხვეაში, თუ უძლობა გრძელდება დიდხანს, არ მიმართოთ თვითმკურნალობას, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს, რომელიც მოგცემთ შესაბამის დანიშულებას.