როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„10-15 წელი დედა რომ წასულია, მამების უმეტესობა შეიძლება ან გალოთდეს, ან სხვას გადაეყაროს, ბავშვისთვის ერთ გაჭირვებას მეორე ემატება,“ - მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ დედების გარეშე გაზრდილი ბავშვების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვისთვის მშობელთან ემოციური კონტაქტი ყველაზე მნიშვნელოვანია:
„ბავშვისთვის ემოციური კონტაქტი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ გვგონია, რომ თუ ბავშვი სუფთად არის, დავარცხნილია. დაბანილია, ნაჭამია, მორჩა, ყველაფერი აქვს. მას სჭირდება ჩახუტება, აღიარება, მოფერება, პატივისცემა. ხშირ შემთხვევაში მას არ აქვს ეს დედასთანაც კი, არათუ დედის გარეშე. დედა რომ ტოვებს ბავშვს, ეს ძალიან დიდი ტრაგედია და გაჭირვებაა. მე ძალიან თანავუგრძნობ ასეთ დედებს. ვინც დედაა ის გაიგებს, რამდენად ძნელია ბავშვის გარეშე გაატარო თუნდაც ერთი ღამე. დედები წლები მუშაობენ მონურად, რომ აქ უზრუნველყონ თავიანთი შვილები.“
მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვი დათრგუნული და დაჩაგრულია, როდესაც დედის გარეშე რჩება:
„შეიძლება ბავშვს ერჩივნოს ხახვი ჭამოს და პური, წვიმა ჩამოდიოდეს მის სახლში და დედ-მამა გვერდით ჰყავდეს. 10-15 წელი დედა რომ წასულია, მამების უმეტესობა შეიძლება ან გალოთდეს, ან სხვას გადაეყაროს. ბავშვისთვის ერთ გაჭირვებას მეორე ემატება. როდესაც ბებიასთან რჩება ბავშვი, ბებია არის ძალიან ცოდო ამ შემთხვევაში. ჩვენს კულტურაში ბებია არის ძალიან ტკბილი, ძალიან საყვარელი. ამ დროს ბებია ხდება ძალიან ავი. მას აქვს ორმაგი პასუხისმგებლობა შვილის წინაშე, ბავშვის წინაშე. თუ დედა გაუშვებდა ექსკურსიაზე, ბებია არ უშვებს, თუ დედა ჩაუშვებდა ეზოში, ბებია არ უშვებს. ის მაქსიმალურად სტრესავს კიდევ ბავშვს თავისი კონტროლით. ბავშვი დათრგუნული და დაჩაგრულია ყველა შემთხვევაში."
„ვერაფერი ვერ შეცვლის დედას და მამას. შეიძლება დედა მშობიარობას გადაჰყვეს და ბავშვი უდედოდ დარჩეს. ეს კიდევ სხვა შემთხვევაა. როდესაც არის ასეთი რეალობა, რომ დედა არ არსებობს, ვიღაც ხდება ბავშვისთვის ნამდვილი დედა, გამზრდელი,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.