„ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ - ეს არ არის სწორი
„ხშირად მესმის თქვენგან, „ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ ეს არ არის სწორი,“ - ამის შესახებ ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში შესახებ წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„მინდა გითხრათ, რომ ვირუსული ინფექციის დროს თითქმის ყოველთვის ადგილი აქვს ხახის ჰიპერემიას (გაწითლებას) ეს არის ადგილი, საიდანაც ძირითადად ხდება ვირუსის ორგანიზმში შეჭრა. ხახაში არის ვეგეტაციური ლიმფოიდური რგოლი, ნუშისებრი ჯირკვლები, ეგრეთწოდებული გლანდები, რომლის ზედაპირზეც შეიმჩნევა ლორწოვანის დეფექტი, შეჭრილი უცხო აგენტი ეწებება ლორწოვანს და ეძებს გასაგრძელებელ გზას, ორგანიზმში იწყება პანიკა, მობილიზებას განიცდიან მცველები, იმუნური უჯრედები, რომლებიც გამორბიან იმ უცხო აგენტის შესაცნობად, რათა ბრძოლა გამოუცხადონ მას. სწორედ იმ ლორწოვანის დეფექტის მეშვეობით ხვდებიან ისინი გლანდების ზედაპირზე და ომს უცხადებენ იმ უცხო აგენტს. მათ შორის ხელჩართული ბრძოლის შედეგია სწორედ ის, რომ ნუშისებრი ჯირკვლები (გლანდები) იბერება და წითლდება, ეს არის ადგილობრივი რეაქცია, რაც ტკივილსაც იწვევს.
არსებობს გლანდების მოცილების კრიტერიუმებიც, თუ ბავშვს წელიწადში ექვსჯერ მაინც აქვს ჩირქოვანი ანგინა და ინტოქსიკაციის ნიშნები: უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, გულის რითმის ცვლილება, სახსრების ტკივილი, შეცვლილი ლაბორატორიული მონაცემები, რასაც თქვენი ექიმის მიერ დანიშნული კვლევებით გამოავლენთ, დადგება საკითხი ტონზილექტომიის აუცილებლობის შესახებ... ასე რომ, ყელის ტკივილი ვირუსული ინფექციის დროს სუსტ ლოკუსს სულაც არ ნიშნავს, იქ ბრძოლა მიმდინარეობს უცხო აგენტთან, რაც პირიქით ამ შემთხვევაში მისასალმებელია... ენდეთ თქვენს ექიმს,“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ვერიკო ბაზიარის თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ექიმის არაკვალიფიციურობაზე არ მიუთითებს:
„თუ ადამიანს კითხვაზე პასუხი არ აქვს, მაშინ როგორ ხდება?! თუ ექიმი თავს იკავებს და კითხვის ნიშნები აქვს, მე მიმაჩნია, რომ ის არის კვალიფიციური ექიმი და ითხოვს კვალიფიციურ, ჩამოყალიბებულ აზრს, რა უნდა უთხრას თავის პაციენტს. იმიტომ, რომ დაგავალეს, იმიტომ, რომ ვიღაცისგან მოისმინე, კითხვის ნიშნის გარეშე იღებ და ავრცელებ ინფორმაციას, ჩემთვის ეს არის უპასუხისმგებლო ექიმი.“
„მე მიმაჩნია, რომ ადამიანმა, რომელმაც უნდა ურჩიოს ბევრ ადამიანს, ინფორმაცია უნდა მოიპოვოს. აქ სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი. ადამიანი ფიქრობს, იქნებ შემხვდეს და იოლად გადავიტანო. თუ კითხვის ნიშანი მაქვს, რომ ავიცრები და რამე დამემართება, მას უნდა გასცე პასუხი. ექიმს იმდენი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ ყველა კითხვაზე თუ არა, უმეტესობაზე იცოდეს პასუხი. მითხარი, სად არის კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ და სად აღარ არსებობს კითხვის ნიშნები, რათა მე მქონდეს არგუმენტი მორალურად, საკუთარი სინდისის წინაშე, საკუთარი პაციენტის წინაშე, რომ თავიც ვანდო ამ ვაქცინას და პაციენტიც ვანდო. საერთოდ ინფორმირებული არჩევანის მომხრე ვარ ყველა საკითხში. მიძალებულს ძაღლი არ ეტანებაო, ამბობენ. ძალიან ბევრი სანდო ვაქცინაა, რაც შემოვიდა, არ მინდა, რომ იყოს იძულებით თავზე მოხვევის წესი,“ - აღნიშნულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა ტელეკომპანია „პულსის“ გადაცემაში „მონაგარი“ ისაუბრა.