„ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ - ეს არ არის სწორი
„ხშირად მესმის თქვენგან, „ჩემს შვილს სუსტი ყელი აქვს, როგორც კი ავად ხდება, ყელი უწითლდება და ტკივდება, ამის გამო მაღალ სიცხეს აძლევს, გლანდები უნდა ამოვაჭრა“ ეს არ არის სწორი,“ - ამის შესახებ ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში შესახებ წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„მინდა გითხრათ, რომ ვირუსული ინფექციის დროს თითქმის ყოველთვის ადგილი აქვს ხახის ჰიპერემიას (გაწითლებას) ეს არის ადგილი, საიდანაც ძირითადად ხდება ვირუსის ორგანიზმში შეჭრა. ხახაში არის ვეგეტაციური ლიმფოიდური რგოლი, ნუშისებრი ჯირკვლები, ეგრეთწოდებული გლანდები, რომლის ზედაპირზეც შეიმჩნევა ლორწოვანის დეფექტი, შეჭრილი უცხო აგენტი ეწებება ლორწოვანს და ეძებს გასაგრძელებელ გზას, ორგანიზმში იწყება პანიკა, მობილიზებას განიცდიან მცველები, იმუნური უჯრედები, რომლებიც გამორბიან იმ უცხო აგენტის შესაცნობად, რათა ბრძოლა გამოუცხადონ მას. სწორედ იმ ლორწოვანის დეფექტის მეშვეობით ხვდებიან ისინი გლანდების ზედაპირზე და ომს უცხადებენ იმ უცხო აგენტს. მათ შორის ხელჩართული ბრძოლის შედეგია სწორედ ის, რომ ნუშისებრი ჯირკვლები (გლანდები) იბერება და წითლდება, ეს არის ადგილობრივი რეაქცია, რაც ტკივილსაც იწვევს.
არსებობს გლანდების მოცილების კრიტერიუმებიც, თუ ბავშვს წელიწადში ექვსჯერ მაინც აქვს ჩირქოვანი ანგინა და ინტოქსიკაციის ნიშნები: უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, გულის რითმის ცვლილება, სახსრების ტკივილი, შეცვლილი ლაბორატორიული მონაცემები, რასაც თქვენი ექიმის მიერ დანიშნული კვლევებით გამოავლენთ, დადგება საკითხი ტონზილექტომიის აუცილებლობის შესახებ... ასე რომ, ყელის ტკივილი ვირუსული ინფექციის დროს სუსტ ლოკუსს სულაც არ ნიშნავს, იქ ბრძოლა მიმდინარეობს უცხო აგენტთან, რაც პირიქით ამ შემთხვევაში მისასალმებელია... ენდეთ თქვენს ექიმს,“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბანაობის შემდეგ ბავშვს ქუდი არ სჭირდება, ქუდი არ არის აუცილებელი სახლში,“ - პედიატრი ანა მაღრაძე
პედიატრმა ანა მაღრაძემ ახალშობილისთვის ოპტიმალური ოთახის ტემპერატურა დაასახელა და მშობლებს ბანაობის შემდეგ ბავშვის სწორად ჩაცმასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა:
„ოპტიმალური ტემპერატურა ოთახის, სადაც არის ახალშობილი არის 19-23 გრადუსი. ბანაობის პერიოდში შეგვიძლია 26 გრადუსამდეც გავათბოთ ოთახი. ქუდი არ არის აუცილებელი სახლში, არც ბანაობის შემდეგ, არც ბანაობის წინ. არც გარეთ არ ვაძლევთ ქუდის დაფარების რეკომენდაციას, როდესაც გარემო ტემპერატურა გვაძლევს ამის საშუალებას და არის შედარებით მაღალი. როდესაც გრილა, მშობლებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ბავშვს დაახურონ თხელი ქუდი და არა ნაქსოვი, თბილი, ყურებიანი ქუდები. არ ასეირნონ სახეზე აფარებული შარფით ბავშვები.“
ანა მაღრაძის თქმით, ბავშვს ხელთათმანები არ უნდა ჩავაცვათ, რათა მისი რეცეპტორული სისტემა სათანადოდ განვითარდეს:
„რა თქმა უნდა, ხელთათმანები არ არის საჭირო. რეცეპტორული სისტემა არის პირის ღრუ და ხელის მტევანი. ხელთათმანის ჩაცმა ბავშვისთვის არც სახლში და არც გარეთ არ არის სასურველი. რაც შეეხება თავის დაცვას, რომ ბავშვმა სახე არ დაიკაწროს, უნდა ვიყოთ ბავშვთან ერთად და ყურადღებით. თუ ჩვენ ხელთათმანს იმიტომ ვაცმევთ ბავშვს, რომ სახე არ დაიკაწროს, ეს სასურველი არ არის.“
„ბავშვის მჭიდროდ შეხვევა არის მკაცრად და კატეგორიულად ამოღებული. ამ ბავშვებში განსაკუთრებით ხშირი იყო მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიები, ასევე ბარძაყის სახსრის ქვეამოვარდნილობები. მენჯ-ბარძაყის სახსარი უნდა იყოს მაქსიმალურად განზიდული. რაც შეეხება კოლიკას, ამას ძალიან შველის თეთრი ხმაური, თბილ წყალში ჩასმა. არ არის აუცილებელი, რომ კოლიკის დროს მჭიდროდ შევფუთოთ ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.