დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„კოვიდგადატანილთა იმუნიტეტი 7-ჯერ უფრო ძლიერია აცრილებთან შედარებით სიმპტომური დაავადებების განვითარების თვალსაზრისით,“- გიორგი კამკამიძე
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, ვაქცინაციით უნდა მოხდეს მაღალი ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მოცვა:
„ჩვენ პირველ რიგში უნდა დავფაროთ ის პოპულაციური ჯგუფები, რომლებიც არიან მაღალი ასაკის, ქრონიკული დაავადებების მქონე. შემდეგ შეიძლება უკვე ფიქრი იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ ახალგაზრდები. ბავშვების ვაქცინაციაზეც მიდის ძალიან ინტენსიური მსჯელობა. ჩვენი ვაქცინაციის მაჩვენებელი ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებელს. ამას აქვს თავისი დადებითი მხარეც. ჩვენ ვიცით გამოცდილება გვერდითი მოვლენების მხრივ, იკრიბება ეს ინფორმაცია.“
გიორგი კამკამიძის თქმით, ვაქცინა 60 %-ით ამცირებს გადაცემას და გვიცავს დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან:
„ბოლო პერიოდში საუბრობენ ისრაელის მაგალითზე, სადაც სამიზნე 60 პროცენტი აცრილი იყო, მაგრამ მაინც არის აღმავლობა ახალი შემთხვევების. ეს იყო ერთ-ერთი საბაბი კითხვისთვის: „რატომ ავიცრათ?“ ვაქცინა 60 %-ით ამცირებს გადაცემას, არამხოლოდ მძიმე შემთხვევებს და სიკვდილობას. მთავარი ამოცანაა, რომ არ მივიღოთ სიკვდილიანობა, არ მივიღოთ მძიმე შემთხვევები.“
„მეორე ინფორმაცია ბოლო დროს გაჟღერებული არის, რომ ბუნებრივად გადატანილი ინფექცია უფრო ძლიერ იმუნიტეტს გვანიჭებს, ვიდრე ვაქცინა. ეს დიდი ხანია სპეციალისტებმა ვიცით. ისრაელის მონაცემებით, 7-ჯერ უფრო ძლიერი იმუნიტეტია აცრილებთან შედარებით ბუნებრივი იმუნიტეტი, სიმპტომური დაავადებების განვითარების თვალსაზრისით. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ვისაც გადატანილი აქვს ინფექცია და აცრილია, ორ-ნახევარჯერ უფრო დაცულია, ვიდრე მხოლოდ გადატანის შემთხვევაში. მოსახლეობის ნაწილში, განსაკუთრებით იმათში, ვინც მძიმედ გადაიტანა ინფექცია, საკმაოდ ძლიერია იმუნიტეტი და შესაძლოა, რომ წლების განმავლობაში გაგრძელდეს. რეინფექციის, ხელახალი დაინფიცირების პროცენტი არის ძალიან დაბალი. კვლევები აჩვენებს, რომ ხელახალი რეინფექციის შემთხვევები 1 პროცენტზე ნაკლებია. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაქცინირებულებში ინფექციის შემთხვევები. დადასტურებულია, რომ ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში ჩვენ დაგვიცავს ან ვაქცინა, ან გადატანილი ინფექცია. თუ იქნება გადატანილი ინფექცია, პლუს ვაქცინაცია, აქ გაცილებით ძლიერი დაცვა გვაქვს,“ - აღნიშნულ საკითხებზე გიორგი კამკამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.