დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ზრდის თუ არა კვერცხი სისხლში ქოლესტერინის დონეს, რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა და თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? - ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამ თემებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
ეჭვგარეშეა, რომ კვერცხს უამრავი სარგებელი გააჩნია. ის არა მხოლოდ არის მაღალხარისხოვანი ცილის საბადო, ასევე შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
ერთი კვერცხი შეიცავს:
ორგანიზმის დღიური D ვიტამინის მოთხოვნილების 40%-ს,
ფოლიუმის მჟავის მოთხოვნილების 25%-ს,
ვიტამინი B2 მოთხოვნილების 12%-ს, ორგანიზმის სელენზე მოთხოვნილების 20%-ს.
კვერცხი ასევე შეიცავს A, E, B5, B12 ვიტამინებს, რკინას, იოდს და ფოსფორს.
უნდა შევეხო მოსახლოებაში გავრცელებულ აზრს, რომ კვერცხი ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს. მართალია, კვერცხი მდიდარია ქოლესტერინით, მაგრამ ის პრაქტიკულად უარყოფითად არ მოქმედებს სისხლის ქოლესტერინზე. ზოგადად, ორგანიზმში ღვიძლი ყოველდღიურად აწარმოებს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს, ხოლო, როდესაც საკვებით მიღებული ქოლესტერინის მიღება იზრდება, ღვიძლი იწყებს ნაკლები ქოლესტერინის წარმოებას. თუმცა კვერცხიდან მიღებულ ქოლესტერინზე რეაგირება ინდივიდებს შორის განსხვავებულია: ადამიანების 70-80%-ში კვერცხი საერთოდ არ ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში, დანარჩენ 20-30%-ში (უწოდებენ „ჰიპერ რეაგირებს“), კვერცხმა შეიძლება მსუბუქად გაზარდოს საერთო ქოლესტერინის დონე. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვერცხის ცილა არის ალერგიული პროდუქტი და სწორედ ამიტომ ბავშვთა ასაკში მისი შეტანა რაციონში ხდება სიფრთხილით და მცირე ოდენობით.
რამდენია რაციონში კვერცხის რეკომენდებული დასაშვები რაოდენობა? კონკრეტული ციფრები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა სასურველია კვირაში 3-4 მიღებაზე 2-3 კვერცხის მირთმევა.
თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? ხაზგასმით დავიმახსოვროთ - კვერცხის თვისებებს არ განსაზღვრას მისი ნაჭუჭის შეფერილობა. აქვე უნდა დავაფიქსირო, რომ მოხმარებამდე ზუსტად უნდა იყოს დაცული კვერცხის შენახვის პირობები, გამოყენებამდე სრულფასოვნად უნდა გაირეცხოს და შემდეგ კი კარგად მოიხარშოს ან შეიწვას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რამდენად მართებულია ზამთარში შარფის გამოყენება? - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია მშობლებს
ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში მშობლებს ზამთარში შარფის გამოყენებასთან დაკავშირებით საინტერესო რეკომენდაციებს აძლევს:
„ზამთრის სეირნობების დროს მშობლების დიდი ნაწილი ბავშვებს პირს (რიგ შემთხვევაში კი პირსა და ცხვირს) შარფით უფარავს. ისინი თვლიან, რომ ბავშვი ასე უფრო თბილად იქნება, შარფი ჰაერს გაათბობს და ბავშვის გაციების რისკი შემცირდება.ექიმები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ სასუნთქი გზების უნარი, რომ ჰაერი გაათბოს, ყველა შარფს მნიშვნელოვნად აღემატება.
თუ ბავშვი ცხვირით არ სუნთქავს, ვერანაირი შარფი ჰაერს ვერ გაათბობს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ცხვირი გამოურეცხეთ და სახლში იყავით.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ქუჩაში ძალიან ცივა და ბავშვს ცხვირი ეყინება? ამ დროს დამცავი რეაქცია ვითარდება, როდესაც ცხვირი ჩასუნთქული ჰაერის გათბობის უნარს კარგავს. შარფი, რომელიც პირსა და ცხვირზეა შემოხვეული, სახესთან ახლოს ამოსუნქულ თბილ ჰაერს აჩერებს და ცხვირს ათბობს, რის გამოც სისხლძარღვების სპაზმი არ ხდება და სეირნობის გაგრძელება შესაძლებელია.
⠀რჩევები შარფის სწორად გამოყენებისთვის:
1.შარფის გამოყენება საჭირო არ არის თუ ბავშვი დახურულ ეტლში იმყოფება, ამოსუნთქული ჰაერი თავის გარშემო ტემპერატურას ისედაც აწევს და ბავშვს ქარიც არ აწუხებს.
2.შარფი საჭიროა, როდესაც ბავშვი ღია ეტლით სეირნობს, ქარი და ყინვაა, ან ბავშვი ციგით სრიალებს.
3.თუ ცხვირი გეყინებათ, თქვენთვის და ბავშვისთვის შარფის გამოყენებაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ.
4.შარფით უნდა დაიფაროს ბავშვის ცხვირიც და პირიც. მხოლოდ პირის შარფით დაფარვა უშედეგოა.
5.შარფის ქსოვილი ბავშვის სახის კანს არ უნდა აღიზიანებდეს,“ - აღნიშნავს ევგენი კომაროვსკი.